თურქეთში, ანტალიის სანაპიროზე, არქეოლოგები ბრინჯაოს ხანის, 3 600 წლის წინ ჩაძირული გემის არტეფაქტებს იკვლევენ. ინფორმაცია თურქულ მედიაში ვრცელდება. ცნობილია, რომ აღნიშნული გემი მსოფლიოში უძველესი სავაჭრო გემის სტატუსს ატარებს.
მედია წერს, რომ გემს 40 ექსპერტისგან შემდგარი გუნდი, სპეციალური ტექნოლოგიებითა და ხელსაწყოებით
იკვლევს. ცნობილია, რომ ზოგიერთი ნივთის ამოღებას ზოგჯერ ერთი თვე სჭირდება. გათხრების დროს ნაპოვნია მეზღვაურის პირადი ნივთები, ასევე იმდროინდელი ვალუტაც.
მედიის ცნობით, გემიდან ამოღებულ ნივთებს მარილს სპეციალური პროცედურით ლაბორატორიაში აშორებენ.
ადგილობრივი გამოცემა წერს, რომ ეს კონკრეტული გემი კრეტასკენ მიდიოდა, მისი ჩაძირვის მიზეზი კი სავარაუდოდ ქარიშხალი გახდა.