LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
„ფრეგოს“ დამფუძნებლის დაკავებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

„ფრეგოს“ დამფუძნებლის დაკავებაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2019/08/01-ში
A A
135
ნახვა
გაზიარება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის „ფრეგოს“ დამფუძნებლის დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს.

“მეგა ტვ” განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2019 წლის 27 ივლისს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, დღგ-ს ყალბი აქტივების შექმნასა და გამოყენებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დაკავებულ იქნა კვიპროსში რეგისტრირებიული ნავთობპროდუქტების კომპანია „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის მფლობელი გ.თ. და ამავე კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში ვ.ყ. რომლებიც თავის მხრივ, სრულად წარმართავენ საქართველოში რეგისტრირებული ნავთობპროდუქტების კომპანიების – შპს „ფრეგოსა“ და შპს „გლობალბითუმის“ საქმიანობას.

გ.თ. და ვ.ყ. დანაშაულებრივ კავშირში შევიდნენ დიდი ოდენობით დღგ-ს ყალბი აქტივის მქონე საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიასთან, რომლებმაც დანაშაულებრივი შეთანხმების შესაბამისად, უცხოეთიდან საქართველოში „WISE LINK HOLDINGS LTD“-ის სახელით შემოტანილი განუბაჟებელი საწვავი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების (ინვოისების) გამოყენებით ფიქტიურად გადააწერეს ყალბი აქტივის მქონე კომპანიას, რომელმაც განაბაჟა (ყალბი აქტივიდან გადახდილად აჩვენა აქციზის და დღგ-ს გადასახადი) და შემდგომში მიწოდებულად აჩვენა შპს „ფრეგოზე“ და შპს „გლობალბითუმზე“, რითიც ამ უკანასკნელმა კომპანიებმა თავი აარიდეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადს. საერთო ჯამში, გ.თ-სა და ვ.ყ.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 2 837 683 ლარი.

2019 წლის 29 ივლისს, გ.თ. და ვ.ყ. ბრალდება წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

თეგები: გამოძიებაგიორგი თოფჩიშვილიდაკავებავლადიმერ ყველაშვილიკავესსაწვავიფრეგო
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

“პროცესი საჯაროდ უნდა ჩატარდეს, რათა საზოგადოებამ ბრალდების უსაფუძვლობა დაინახოს” – ღარიბაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
“ხომ არ გავცვალოთ ადგილები?” – ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებს სასამართლო პროცესზე
მთავარი

პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ უნდა ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, - ამის შესახებ კორუფციულ დანაშაულში ბრალდებულმა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს...

დაწვრილებითDetails

“ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ უსამართლო მსჯავრი აიტანო”- პაატა მანჯგალაძე

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
ეს არის ქრისტიანული ქვეყნის შეურაცხყოფა – პაატა მანჯგალაძე ლგბტ თემთან დაკავშირებულ ინიციატივაზე
მთავარი

მესმის, გარედან სხვანაირად ჩანს ყველაფერი, მაგრამ ვინც იცის ციხე რა არის შიგნიდან, რამდენი ძალისხმევა გჭირდება, რომ ეს უსამართლო მსჯავრი აიტანო , არათუ არ გააკრიტიკებს მას, ვინც საპროცესოს აფორმებს, არამედ ესმის...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამიერიდან, ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა. პროკურორ...

დაწვრილებითDetails

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო თორნიკე თოშხუა 5 000 ლართ დააჯარიმეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
თორნიკე თოშხუამ შიმშილობა დაიწყო
მთავარი

პროტესტის სიმბოლოდ ქცეული სიმღერის შესრულების გამო აქტივისტი სამართალდამრღვევად გამოაცხადეს - "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ თორნიკე თოშხუა 5 000 ლარით დააჯარიმა. შეგახსენებთ, რომ იგივე სიმღერის გამო ადმინისტრაციული სამართალწარმოება დაწყებულია ანა ჩიქოვანის მიმართაც.

დაწვრილებითDetails

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა
მთავარი

გეკა გელაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. უწყების ცნობით, გეკა გელაძის მიერ თანამდებობის დატოვება ახალ პოზიციაზე გადასვლას უკავშირდება.

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს - ინფორმაციას შსს ავრცელებს. "გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 1750 ლარის...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 7 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს 7 პირი დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

მამაკაცმა ცოლ-შვილზე ფიზიკურად იძალადა

by მეგა TV
ნოემბერი 2, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

კახეთის პოლიციამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ბრალდებით 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ მუქარის, ოჯახში არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილი და ასევე,...

დაწვრილებითDetails

გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულია ახალი მტკიცებულება – ადვოკატი
მთავარი

ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე მსჯავრდებული გიორგი ჩიკვაიძის საქმეში მოპოვებულ ახალ მტკიცებულებაზე საუბრობს. როგორც ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში...

დაწვრილებითDetails

უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 31, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებები ჩაატარეს. კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დაკავებულია საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე, მათ შორის - ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"