რუსთაველის გამზირზე „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დააკავეს. მასთან ერთად, აქციის 11მონაწილე იზოლატორში არიან გადაყვანილნი.
დაპირისპირება თავდაპირველად სიტყვიერ დონეზე დაიწყო, გიორგი ვშაძე სამართალდამცავებს მოუწოდებდა, რომ არ მიწოლოდნენ აქციის მონაწილეებს და არ ეძალადათ მათზე. თუმცა სამართალდამცავებმა მათ არ მისცეს მოძრაობის შეზღუდვის უფლება და გიორგი ვაშაძე დაუმორჩილებლობის გამო საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს. მასთან ერთად სამართალდამცავებმა სხვა მონაწილეებიც დააკავეს.