LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებდა – გიორგი ამილახვარი

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო კერძო უნივერსიტეტებზე ზემოქმედებდა – გიორგი ამილახვარი

დაპოსტა 2023/09/21-ში
A A
49
ნახვა
გაზიარება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის განცხადებით, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება.

ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, 15 სექტემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, დაგვევალა მე და ფინანსთა მინისტრს ამ მიმართულებით უნივერსიტეტებთან მუშაობა და მათთვის შესაბამისი სამართლებრივი და ფინანსური მექანიზმების შექმნა. ორშაბათიდანვე დავიწყეთ სამინისტროში აქტიური მუშაობა და კომუნიკაცია როგორც სახელმწიფო, ისე, კერძო უნივერსიტეტებთან სტუდენტთა დავალიანების განულების თაობაზე. შეხვედრები გაიმართა ყველა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, სადაც უკლებლივ ყველა უნივერსიტეტის რექტორმა დადებითად შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება და მათ ხელი მოაწერეს შესაბამის მემორანდუმს. შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება სრულად გაუნულდება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განვმარტავთ, რომ სტუდენტებს არც ერთი თეთრის გადახდა არ მოუწევთ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები მათ გაუნულებენ არსებულ დავალიანებას. ჩვენ ამ ისტორიული გადაწყვეტილების ფარგლებში, კერძო უნივერსიტეტებს შევთავაზეთ არსებული დავალიანების ობიექტური ღირებულების ანაზღაურება, რასაც დათანხმდა ყველა კერძო უნივერსიტეტი, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გარდა. როგორც ჩანს, ამ უნივერსიტეტებს სხვა მოტივაცია აქვთ. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ბაზების თანახმად, აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტებს მოცემულ მომენტში ფინანსური დავალიანების გამო, დაახლოებით, სტატუსშეჩერებული 1000-მდე სტუდენტი ჰყავთ. მათ ამ ეტაპზე ვერ გაუნულდებათ დავალიანება, რადგან მიუხედავად ჩვენ მიერ შეთავაზებული სამართლიანი პირობებისა, მათ მაინც არ გამოთქვეს თანამშრომლობის სურვილი. აქვე მინდა, გამოვეხმაურო ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ უაღრესად არაკონსტრუქციულ, პროცესების დამაზიანებელ დეზინფორმაციის გავრცელებას – თითქოს სამინისტრო რაიმე ფორმით ზემოქმედებდა კერძო უნივერსიტეტებზე და მათ ხარჯზე ცდილობდა სტუდენტებისთვის ფინანსური დავალიანების განულებას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სტუდენტებისთვის ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება, რაც კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის.

აქვე გეტყვით, რომ პრემიერის დავალების შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად უკვე შევიმუშავეთ ის კრიტერიუმები, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს აღნიშნული საკითხის სამართლებრივად დარეგულირება და შესაბამისად სტუდენტებს და საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ ეს ისტორიული, უპრეცედენტო გადაწყვეტილება ეხება:

საქართველოს მოქალაქე სტუდენტებს, რომელთაც 2023 წლის, 1 აგვისტოს მდგომარეობით, ფინანსური დავალიანების გამო, სტატუსი აქვთ შეჩერებული.

სტუდენტებს, რომელთა სტატუსის შეჩერებიდან არ არის გასული 5 წელი. მოგეხსენებათ, რომ კანონის მიხედვით სტუდენტს სტატუსის აღდგენა შეუძლია სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში.

სამივე საფეხურის სტუდენტებს – ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს. უმოკლეს ვადებში შემუშავდება ყველა სამართლებრივი და საგადასახადო საფუძვლები, რომლებიც ორივე მხარეს – უნივერსიტეტებსა და სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სრულად გაათავისუფლებს არსებული ფინანსური და საგადასახადო ვალდებულებისგან.

რაც შეეხება უნივერსიტეტებს, ყველა უნივერსიტეტს სტატუსშეჩერებული სტუდენტების აღდგენის რაოდენობის ფარგლებში დაემატებათ სტუდენტთა ადგილების რაოდენობა და არ შეექმნებათ პრობლემა მათთვის მინიჭებული სტუდენტთა ზღვრული ოდენობის კვოტებთან დაკავშირებით. ყველა სტატუსშეჩერებულ სტუდენტს, ვისაც სურვილი აქვს, მიმდინარე სასწავლო წლის სემესტრში აღიდგინოს სტატუსი უფლებამოსილია, მიმართოს უნივერსიტეტს, რომელიც თავისი შინაგანაწესის შესაბამისად უზრუნველყოფს მათთვის სტატუსის გააქტიურებას და სტუდენტის სასწავლო პროცესში ჩართვას“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მრევლს მიმართავს. „გვსურს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს ვაცნობოთ, რომ ვინმე გიორგი გულიაშვილი, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ ჩვენ მიერ მხილებული იყო, როგორც თვითმარქვია...

დაწვრილებითDetails

“ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”- საია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება
მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, ევროკავშირის 2026 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებების საგანგაშო მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს შესახებ 2026 წლის ანგარიში, რომელიც...

დაწვრილებითDetails

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
მთავარი

ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახლის ანგელოზის ლოცვა, რომელიც ოჯახის ყველა წევრმა უნდა წაიკითხოს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
რა ვიცით სახლის ანგელოზის შესახებ – დღეს მისი დღეა
მთავარი

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს. როდესაც ოჯახი გასაჭირშია, სახლის ანგელოზი გადააფარებს ფრთებს მთელ სახლს და განსაკუთრებით ლოცულობს უფლის წინაშე... სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ,...

დაწვრილებითDetails

ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს
მთავარი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი შეთანხმებით,...

დაწვრილებითDetails

„არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ!“ – გოგა მანია მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ეზოტერიკოსი გოგა მანია გამომწერებს მიმართავს. „გაფრთხილება!! ესენია მხოლოდ ინსტაგრამის ყალბი ექაუნთები! ამას ემატება ამდენივე ფეისბუქ და სხვა სოც ქსელები არ შეცდეთ და არ მოტყუვდეთ. სამწუხაროდ, ჩემი ექაუნთიდან გადმოაქვს ვოდეოები და...

დაწვრილებითDetails

თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის და დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს ორი პირი დააკავეს. უწყების ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი...

დაწვრილებითDetails

ძლიერი ქარი, წვიმა და თოვლი – როგორი ამინდია მოსალოდნელი

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

დღეს, 9 ნოემბერს, საქართველოში არაერთგვაროვანი ამინდია მოსალოდნელი. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შედარებით მშრალი, თუმცა ცივი და ქარიანი დღე იქნება, დასავლეთ საქართველოში კი ნალექია მოსალოდნელი. თბილისში დღე ღრუბლიანი იქნება, დღის მეორე ნახევარში...

დაწვრილებითDetails

საპენსიო ფონდი ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 9, 2026
0
საქართველოს საპენსიო ფონდი განცხადებას ავრცელებს
მთავარი

როგორ გროვდება საპენსიო დანაზოგი, სად ინვესტირდება მოქალაქეთა საპენსიო შენატანები და როგორ აისახება საინვესტიციო შედეგები ინდივიდუალურ ანგარიშებზე, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საპენსიო ფონდი საინფორმაციო ბლოგს ავრცელებს, რომელშიც დაგროვებითი საპენსიო სისტემის მუშაობის ძირითად...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"