“დენემის ანალიზით ამოვიდა რომ ეს ბიჭი არის ჩემი an ბიძაშვილი.. ან ნახევრ ძმა.. ან დისშვილი.. საინტერესოა დეენემი…და ეს ის ტყუპია ერთმანეთი თელავში რომ იპოვეს გამოცდებზე და ორივე გაშვილებული ცალ ცალკე სხვადასხვა ოჯახზე….”-წერს გიორგი ნადირაშვილი. გიორგი 17 აგვისტოს ფეისბუ ჯგუფში”ვეძებ” ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა . ის ნათესავებს ეძებდა :
მან დეენემით ნათესაობა იმ ტყუპ ძმებთან დაადინა, რომლებიც ასე გაშვილებულები არიან და ერთმანეთი ეროვნულ გამოცდებზე იპოვეს:

ლუკა კულულაშვილი და ლევან მართაშვილი
“გაშვილებული ტყუპი ძმები ერთმანეთს წლების შემდეგ თელავის საგამოცდო ცენტრში შეხვდნენ. imedinews-ის ინფორმაციით, ლუკა კულულაშვილი, რომელიც თელავის მე-9 სკოლაში სწავლობს, გამოცდას გუშინ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებდა.
გამოცდის დაწყებამდე მას თანაკლასელებმა უთხრეს, რომ ერთი ახალგაზრდა ძალიან ჰგავდა და ურჩიეს თანატოლი თავად ენახა. ლუკამ იმ დროს არ იცოდა, რამდენად ახლოს იყო ახალგაზრდა, რომელიც ბოლოს მისი ტყუპისცალი აღმოჩნდა.
თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტყუპების – ლუკა კულულაშვილისა და ლევან მართაშვილის შეხვედრა ძალიან ემოციური იყო. მოგვიანებით გაირკვა, რომ ორივე სხვადასხვა ოჯახში გააშვილეს და ისინი ერთმანეთს წლების შემდეგ მაინც შეხვდნენ.”-ვკითხულობთ 2020 წელს ტვ იმედის მიერ გამოქვეყნებულ ნიუსში.










