საქართველოს საჯარო სკოლებში საახალწლო არდადეგები 2019 წლის 30 დეკემბერს დაიწყება და 2020 წლის 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროში აცხადებენ.
სამინისტროს ცნობით, სასწავლო პროცესი 15 იანვრიდან განახლდება.
რაც შეეხება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს, აღსაზრდელებისთვის არდადეგების განრიგს ბაღების მართვის სააგენტო ადგენს. მათი ცნობით, სააღმზრდელო პროცესი 30 დეკემბერს დასრულდება და აღსაზრდელები 14 იანვრის ჩათვლით დაისვენებენ.