LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ბა­ბუ­ამ მა­მას ეს­რო­ლაო-რას ყვებიან მეზობლები

დაპოსტა 2023/09/09-ში
446
ნახვა
გაზიარება

გუ­შინ ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სო­ფელ ნა­რუ­ჯა­ში, მკვლე­ლო­ბა მოხ­და.80 წლის რეზო ფუტ­კა­რა­ძემ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან გას­რო­ლით სა­კუ­თა­რი შვი­ლი, 48 წლის ზაურ ფუტ­კა­რა­ძე მოკ­ლა. მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით მა­მა­კა­ცი ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. ამ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, მოკ­ლუ­ლის 14 წლის შვი­ლი, რო­მელ­მაც ნახა ბა­ბუ­ამ რო­გორ მო­უკ­ლა მამა. მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებს ახლა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ად­გე­ნენ. უკვე და­კი­თხეს ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი. ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით და­ი­წყო.

დიდ­ხანს მუ­შა­ობ­დნენ ად­გილ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­ას­ვე­ნეს და უკვე მი­ას­ვე­ნეს იმ სახ­ლში, სა­დაც ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და. მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მათ­თვის მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტის მი­ზე­ზი უც­ნო­ბია. ისი­ნი ძა­ლი­ან გა­ნიც­დი­ან მომ­ხდარს. მათი თქმით, ხმა­უ­რი და არც გას­რო­ლის ხმა არ გა­უ­გი­ათ.

ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის მე­ზო­ბე­ლი:

– ძა­ლი­ან ცუ­დია ამ­ბა­ვი მოხ­და, ძა­ლი­ან გან­ვიც­დით. მომ­ხდა­რის მი­ზე­ზი ჯერ ჩვენც არ ვი­ცით და გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი ვართ. ახლა მე­ზობ­ლე­ბი ერ­თად, უბან­ში ვართ შეკ­რე­ბი­ლე­ბი და არ გვაქვს პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე, რა­ტომ უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს ტრა­გე­დია. და­ზუს­ტე­ბით არა­ვინ ვი­ცით, რა მოხ­და მამა-შვილს შო­რის. მათ შო­რის კონ­ფლიქტზე არა­ფე­რი გვსმე­ნია. მოკ­ლუ­ლი ზაურ ფუტ­კა­რა­ძე ბა­თუმ­ში მუ­შა­ობ­და, ხე­ლო­სა­ნი ბიჭი იყო, მა­ლი­ა­რი და რე­მონ­ტებ­ზე მუ­შა­ობ­და. ბა­თუმ­ში ოჯა­ხით იყო წა­სუ­ლი, ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობ­დნენ და შრო­მობ­დნენ. ახლა ნა­რუ­ჯა­ში 3-4 დღის ჩა­მო­სუ­ლი იყო, აქ აქვთ თხი­ლის ბა­ღე­ბი და თხი­ლის მო­საგ­რო­ვებ­ლად ჩა­მო­ვი­და. მუ­შა­ობ­და თხი­ლის ბა­ღებ­ში, თა­ვის 14 წლის ბი­ჭთან ერ­თად.

მომ­ხდარს ბავ­შვი შე­ეს­წრო, ამ ამ­ბის შემ­დეგ ბავ­შვი და­კი­თხვა­ზე წა­იყ­ვა­ნეს და ჯერ არ ჩანს, რომ ვკი­თხოთ, რა მოხ­და. სხვა არა­ვინ იყო სახ­ლში, მამა შვი­ლი და 14 წლის ბავ­შვი ჰყავ­დათ. ზა­უ­რი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მამა იყო, 4 შვი­ლი ჰყავს.

რეზო 80 წლის არის, ორი წე­ლია ნა­რუ­ჯა­ში დაბ­რუნ­და, მა­ნამ­დე ისიც ბა­თუმ­ში იყო, მაგ­რამ ახლა ასაკ­ში დაბ­რუნ­და სო­ფელ­ში. 24 სა­ა­თი აქ ვარ და არა­ნა­ი­რი კონ­ფლიქ­ტი მას სხვას­თა­ნაც არ მოს­ვლი­ათ. ინ­სულ­ტი­ა­ნი კაცი იყო, ინ­ვა­ლი­დი კაცი და რა­ტომ მოკ­ლა შვი­ლი, არ ვი­ცით. ოჯა­ხის ამ­ბავს ვერ გა­ი­გებ. ზა­უ­რი მთელ უბანს უყ­ვარს და ყვე­ლა­ნი გან­ვიც­დით, ყვე­ლა აფა­სებ­და.

– გას­რო­ლის ხმა არ გა­გი­გი­ათ?

– ეს გვიკ­ვირს, რომ გას­რო­ლაც არა­ვის გა­უ­გია. არ ვი­ცით მა­ყუ­ჩი­ა­ნი იყო თუ არა ია­რა­ღი. მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ეზო­ში ჩა­მო­ირ­ბი­ნა 14 წლის ბავ­შვმა და დახ­მა­რე­ბა ითხო­ვა, მან გვი­თხრა, რომ ბა­ბუ­ამ მა­მას ეს­რო­ლაო. სა­შინ­ლად გა­ნიც­დი­და. მა­შინ­ვე დავ­რე­კეთ სას­წრა­ფო­ში. ისე­თი ეზო გვაქვს ბავ­შვის ხმა ყვე­ლამ გა­ვი­გო­ნეთ და მა­ლე­ვე მთე­ლი უბა­ნი შე­იკ­რი­ბა. გა­მო­ვარ­დით გა­რეთ, მაგ­რამ მათ ბი­ნა­ში შიგ­ნით შეს­ვლას ყვე­ლა მო­ე­რი­და, რად­გან ვი­ცო­დით, რომ ია­რა­ღით იყო.

ეტყო­ბა ბავ­შვმა პირ­ვე­ლად ეს ამ­ბა­ვი რე­ზოს დის­შვილს შე­ა­ტყო­ბი­ნა, ის შე­ვი­და ბი­ნა­ში და მან გა­მო­არ­თვა ია­რა­ღი რე­ზოს. მერე ქა­ლე­ბიც ავარ­დნენ ზე­ვით, მაგ­რამ ზა­უ­რი ად­გილ­ზე იყო გარ­დაც­ვლი­ლი. თავ­ში ჰქონ­და ჭრი­ლო­ბა, მან­ქა­ნით წაყ­ვა­ნას აზრი არ ჰქონ­და. მერე გა­და­ას­ვე­ნეს ექ­სპერ­ტი­ზა­ზე და დი­ლით მო­იყ­ვა­ნეს იქი­დან ცხე­და­რი. რე­ზოს სახ­ლი­დან წაყ­ვა­ნა არ გვი­ნა­ხავს, ისე წა­იყ­ვა­ნეს, არა­და მთე­ლი უბა­ნი შეკ­რე­ბი­ლი იყო. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ამ­ბავს.

ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. რა ჩვე­ნე­ბა მის­ცა მო­ზარ­დმა და რას ამ­ბობს თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლი, ეს მოგ­ვი­ა­ნე­ბით გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

“პრაიმტაიმი”

თეგები: ozurgeTiზაურ ფუტ­კა­რა­ძემკვლელობაოზურგეთი
გაზიარება178

დაკავშირებული -პოსტები

ავტომობილი გზიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
1.5k
მთავარი

გლდანთან, ავტომობილი გზიდან გადავარდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია წყალტუბოში – დაკავებულია ბავშვის ბაბუა

იანვარი 18, 2026
21.3k
მთავარი

წყალტუბოში მომხდარ ტრაგედიაზე შსს-მ გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ  სისხლის სამართლის საქმე 116-ე და 238-ე მუხლებით აღიძრა. დაკავებულია ბავშვის ბაბუა, რომელსაც იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან. ძველით ახალ წელს...

დაწვრილებითDetails

ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია პატარა ბიჭი

იანვარი 18, 2026
2.4k
მთავარი

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და წყალ­ტუ­ბოს რა­ი­ო­ნის სო­ფელ გუ­მათ­ში. ბრმა ტყვი­ამ მო­ზარ­დი იმ­სხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ძვე­ლით ახალ წელს მოხ­და.   არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გეგი ხე­ცუ­რი­ანს შემ­თხვე­ვით გა­ვარ­დნი­ლი ტყვია არ­ტე­რი­ა­ში მოხ­ვდა და მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა....

დაწვრილებითDetails

ავარია ქუთაისთან – არის მსხვერპლი

იანვარი 18, 2026
4.4k
მთავარი

ტრაგედია დატრიალდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში _ დაღუპულია მამა-შვილი. გურიან ნიუსის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქუთაისთან, რომლის დროსაც შვილი დაიღუპა. როგორც გურია ნიუსს უთხრეს, თვითმხილველის თქმით, რომელიც უკან მოძრაობდა, მანქანა...

დაწვრილებითDetails

“ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ’ – აიათოლა ალი

იანვარი 17, 2026
311
მთავარი

ირანელი ხალხისთვის მსხვერპლისა და ზიანის მიყენების გამო დამნაშავედ დონალდ ტრამპს მივიჩნევთ, - ამის შესახებ ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა. „ირანის წინააღმდეგ ბოლო ამბოხება იმით იყო განსხვავებული, რომ მასში აშშ-ის პრეზიდენტი...

დაწვრილებითDetails

საჭიროა მისი დროულად გადაყვანა – პატარა სანდროს დახმარება სჭირდება

იანვარი 17, 2026
226
მთავარი

ძვირფასო ადამიანებო, უმეტესობამ იცით ჩემი სანდროს მდგომარეობა და გართულებები ქართველი ექიმების დაუდევრობისა და შეცდომების გამო.. ის უკვე მესამე წელია იბრძვის გამოჯანმრთელებისთვის.. სანდროს კვლავ ესაჭიროება მნიშვნელოვანი პროცედურები და სამწუხაროდ ამჟამინდელი მდგომარეობა...

დაწვრილებითDetails

საქმიანობა ხორციელდებოდა დამოუკიდებლად – შპს „დაცვის კომპანია ალგანი“

იანვარი 17, 2026
193
მთავარი

შპს „დაცვის კომპანია ალგანი“ კატეგორიულად უარყოფს კომპანიის კავშირს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღწერილ უკანონო ქმედებებთან… აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ქმედებები კომპანიის საქმიანობას არ უკავშირდება და ხორციელდებოდა დამოუკიდებლად, კომპანიის...

დაწვრილებითDetails

12250 აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდა

იანვარი 17, 2026
1k
მთავარი

ნაძალადევის რაიონში, გაზსადენის დაზიანების გამო, 12250 აბონენტს გაზის მიწოდება ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გაზმომარაგების აღდგენა 12:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 21:00 სთ-მდე. კომპანია...

დაწვრილებითDetails

გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

იანვარი 17, 2026
135
epa08444565 A man holds small Georgian national flags while marking the 102th anniversary of the Georgian Independence in Tbilisi, Georgia, 26 May 2020. The Act of Independence of Georgia was adopted on 26 May 1918.  EPA-EFE/ZURAB KURTSIKIDZE
მთავარი

2025 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსით (Global Peace Index-GPI) საქართველო კვლავ „საშუალო“ დონის ქვეყნების სიაშია, ხოლო სამხრეთ კავკასიის მეზობლებს შორის ბოლო ადგილზეა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის (IEP) ბოლო რეიტინგში...

დაწვრილებითDetails

“კრიმინალურ ბანდას გამოააშკარავებთ და სხვის გიგას გადაარჩენთ!”- გარდაცვლილი მასწავლების დედა

იანვარი 17, 2026
531
მთავარი

გარდაცვლილი მასწავლების დედა  მიმართვას ავრცელებს: "წუხანდელი ვიდეოსთვის ბოდიშს გიხდით ყველას. ვიცი, ემოციურად ძალიან გტვირთავთ, მაგრამ სხვაგვარად ვერ შევაჩერეთ...... მადლობა, რომ ბრძოლაში მეხმარებით! თქვენი თითოეული ლაიქი და კომენტარი მაძლიერებს და მტრის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».