“მეორე გზავნილი უკავშირდება რუსეთის აგრესიას უკრაინაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და გავაგრძელებთ ამ პროცესს, სანამ საჭიროა და მკაფიოდ დავგმობთ მოძალადეს და საქართველოს ხელს შევუწყობთ ამ პროცესში, ქვეყნის მხარდაჭერაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველაზე მჭიდრო პარტნიორები კოორდინირებულად მუშაობდნენ საერთაშორისო დონეზე, რომ იზოლირებული იქნეს რუსეთი. და ძალიან მივესალმებით იმ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ არის მიმართული. მნიშვნელოვანია, რომ მკაფიოდ ითქვას და იქნეს აღიარებული ეს ფაქტი. ასევე უნდა ვთქვა, რომ ჩვენ ძალიან ვწუხვართ, რომ ფრენები აღდგა საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის ის გზავნილი, რომელიც უკავშირდება საქართველოს საგარეო პოლიტიკას” | ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა
14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
14 მარტს ასტროლოგიური მოვლენები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. ამ დღეს სავსემთვარეობა და მთვარის დაბნელება ერთდროულად ხდება, რაც ენერგეტიკულ დაძაბულობას იწვევს. განსაკუთრებით რთული პერიოდი იქნება დილის 10:55 საათიდან 11:00 საათამდე, როდესაც დაძაბულობა...