ქუთაისელი გიორგი გიორგობიანი, რომელიც ისრაელის საზღვრის კვეთის დროს დაიღუპა საქართველოში ჩამოასვენეს. ახალაგაზრდა ბიჭი სამშაბათს დაკრძალეს.
გავრცელებული ინფორმაციით 32 წლის გიორგი გიორგობიანი, საზღვრზე გულის შეტევით დაიღუპა.
“დღეს შენთან ვიყავი ჩემო კეთილო და უბოროტო ძმაო . საშინელება იყო შენი ამბის მოსმენა , მაგრამ რაც დღეს დამხვდა ნეტა იცოდე , როგორ არ მინდოდა ამ მწარე რეალობაზე თვალის გასწორება . გულს მაინც არ სჯერა მწარე დანაკლისი, თითქოს არ მოკვდი მაგრამ წახვედი სადმე”
“მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გულში ცხოვრობენ, ერთი სიკვდილის შემდეგაც კი, მეორის გულში ის სამუდამოდ დარჩება.მშვიდობით ჩემო ძმაო.”
“აუტანელი ზაფხულის საშინელი დასასრული -დღეს ჩემი მთელი ბავშვობის მოგონება წავიდა…
“ყველაზე მტანჯველი და უზომოდ მწარე ლოდინით გელოდებიან შენს სახლში შენი უბედური მშობლები,გამწარებული დები,ახლობლები,ნათესავები მთელი უბანი,მაპატიე მეც მანდ რომ არ ვარ ჩემო ტკივილო,ბოლო წამამდე არ დამიკარგავს იმედი,მწირი შანსი,რომ იქნებ შეცდომა ყოფილიყო და ცოცხალი ყოფილიყავი მაგრამ ვაი რომ უკანასკნელი ფერფლიც ჩამეცალა ხელებში და საბოლოოდ უიმედოდ დავრჩი,რა მტანჯველია ფიქრი რომ აღარ ხარ და რატომ….???????სამყარო ჩაბნელდა ჩვენთვის ყველასთვის სამუდამოდ…რა ვთქვა,რა შემიძლია,შეხვედრამდე,ჩემო მწარე ტკივილო” – წერენ სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები.
ცნობისთვის, ისრაელში, საზღვრის კვეთის დროს, ძლიერი სიცხის შედეგად კიდევ ერთი ქართველი ბიჭი დაიღუპა. ახალგაზრდა მამაკაცი საზღვარგარეთ საცოლესთან მიდიოდა.










