ახლა კი, ვივარაუდოთ, რომ მასკი საშუალო სტატისტიკურ ანტრეპრენუარზე ორჯერ ჭკვიანია. თუკი მას შეუძლია, დროის 20 საათიანი დანახარჯით, შექმნას წარმატებული, ნოვატორული და ინოვაციური კომპანია, ე.ი. თქვენც შეგიძლიათ არანაკლებ ამბიციური საქმის დაწყება და საამისოდ, 40 საათი კვირაში სავსებით საკმარისი იქნება.
ალბათ, ეს არაჩვეულებრივი სიახლეა ბევრისთვის, ვისაც წარმატების მიღწევა პირადი ცხოვრების მსხვერპლად გაღების გარეშე სურს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ შედეგი, შევცვალოთ სამყარო და გავმდიდრდეთ კიდეც, გამოფიტვისა და შრომითი გადაწვის გარეშე. ამ ღირებულ “ინსაითს” ამყარებს სამეცნიერო კვლევები, რის მიხედვითაც, 50 საათზე მეტი მუშაობა კვირაში, ადამიანებს ნაკლებპროდუქტიულს ხდის. ამ ლოგიკით, მასკი რისკავს, “გადაიწვას”, თუმცა, ჩვენი მხრივ, რაც ჩვენს საქმეში შეგვიძლია გამოვიყენოთ ისაა, რომ დავისახოთ ადეკვატური მიზნები და ვიმუშავოთ ნორმირებულად, რომ არ “გადავიწვათ” მათი მიღწევის დროს.
წყარო: inc.com