LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 29, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნოლი” – ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ შესაძლოა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართოს

დაპოსტა 2019/12/09-ში
100
ნახვა
გაზიარება

დღეს, 9 დეკემბერს ერთი თვე შესრულდა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავებიდან.

თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა ისაუბრეს ჯერჯერობით უშედეგო ზომებზე, რომლებსაც საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები მიმართავენ ექიმის გასათავისუფლებლად და ასევე, აქციებზე, რომლებიც ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად გაიმართა.

ექიმის ცოლის, თამილა ლაფანაშვილის თქმით, მიუხედავად ყველა ქმედებისა, ოჯახს რჩება შთაბეჭდილება, რომ სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია დარღვეულია და ოჯახსაც არასრულყოფილ ინფორმაციას აწვდიან.

10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის მორიგი რაუნდის წინ, ექიმის ოჯახი მონაწილე მხარეებს მოუწოდებს, მათ ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენონ, იგრძნონ სრული პასუხისმგებლობა და პრობლემის სიმწვავე და ვაჟა გაფრინდაშვილი განიხილონ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროსაბჭოს წევრი ქვეყნის მოქალაქედ.

თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, 10 დეკემბერს დილით, შეხვედრის დაწყებამდე, ჟენევაში, გაეროს ოფისთან გაიმართება აქცია „თავისუფლება ვაჟა ექიმს“.

„დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მოლაპარაკების ორივე მხარეს, თუ ოთხივე მხარეს არიან ადამიანები და მათ გააჩნიათ ადამიანური თანაგრძნობის და ღირსების შეგრძნება. თუ არა და, რა აზრი აქვს ამ საერთაშორისო ორგანიზაციების არსებობას, როდესაც ერთი ადამიანის, ერთი ექიმის დაცვაც კი არ შეუძლიათ და ვერ ხერხდება“, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებისგან მოითხოვს, ყველა ბერკეტი გამოიყენონ ექიმის დაუყოვნებლივ, უპირობოდ გათავისუფლებისთვის და მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი. ოჯახი საქართველოს მთავრობისგან მოითხოვს უფრო ქმედით ნაბიჯებს და უწყებათშორისი საკოორდინაციო კომისიის შექმნას.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პირველივე დღიდან ჩართულია ვაჟა გაფრინდაშვილის გამანთავისუფლებელ მოლაპარაკებებში, გვესმის სხვადასხვა თანამდებობის პირების დაპირებები, თუმცა, ერთი თვის თავზე ის კვლავ ტყვეობაში რჩება და შედეგი გვაქვს ნოლი“, – თქვა თამილა ლაფანაშვილმა.

ექიმის ცოლი და ორი ქალიშვილი აცხადებენ, რომ თუ ქმედებებმა შედეგი კვლავ არ გამოიღო, რადიკალურ პროტესტს მიმართავენ. პროტესტის კონკრეტულ ფორმებზე ოჯახი კვირის ბოლოს ისაუბრებს, თუკი ამ დრომდე ვერ მოხერხდება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება.

ექიმის ოჯახს იმედი აქვს, რომ ამ კვირის განმავლობაში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხი სასიკეთოდ გადაწყდება და ის სახლში დაბრუნდება.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ერთი თვის განმავლობაში, „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით, ოჯახმა ვაჟა გაფრინდაშვილისგან მიიღო მხოლოდ ორი წერილი – პირველი 18 და მეორე 28 ნოემბერს და ერთხელ ამანათი გაუგზავნა. ოჯახი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის “ცხელი ხაზით” პერიოდულად იღებს ინფორმაციას, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია.

 

radiotavisupleba.ge

თეგები: ექიმივაჟა გაფრინდაშვილი
გაზიარება76

დაკავშირებული -პოსტები

“ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს” – მეუფე იაკობი

იანვარი 29, 2026
0
მთავარი

"ხშირად რომ ვიღებთ კანონებს უფრო ვშორდებით და ვშორდებით ღმერთს" - ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა. "ზოგი კანონი მართლა საჭიროა, რომ სახელწიფო არ ჩამოიშალოს და ზოგი კიდე ვიღაცეების...

დაწვრილებითDetails

ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს

იანვარი 29, 2026
53
მთავარი

საქართველოს მთავრობის №33 დადგენილებით, 2026 წლის 27 იანვრიდან ცოფით მსხვილფეხა და წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი) ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონე კომპენსაციას მიიღებს. ცხოველის მფლობელს, ცოფით ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, მიყენებული ზარალი ნაწილობრივ...

დაწვრილებითDetails

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება

იანვარი 29, 2026
10
მთავარი

ოკაცეს კანიონის მიმდებარედ ახალი ვიზიტორთა ცენტრი აშენდება, - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა, რომელიც მოიცავს საინფორმაციო სივრცეებსა...

დაწვრილებითDetails

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

იანვარი 29, 2026
10
მთავარი

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იშვიათი ხატი "კვანძების გამხსნელი" -  ადამიანი ლოცულობს ამ სურათის წინაშე ყველაზე დამაბნეველ, გადაუჭრელ სიტუაციებში. ხატი ხელს უწყობს ოჯახის შენარჩუნებას და რთული საბინაო საკითხების გადაჭრას და დაქორწინებულ წყვილებს შორის ერთგულების...

დაწვრილებითDetails

„ინფიცირებიდან 2-3 დღეში შესაძლოა მოკვდეს ადამიანი“ – რა ვიცით „ნიპას“ ვირუსზე

იანვარი 29, 2026
351
მთავარი

ინდოეთში, კონკრეტულად დასავლეთ ბენგალის აღმოსავლეთ ნაწილში, ნიპას ვირუსი (NiV) გავრცელდა. ამ ეტაპისთვის უკვე 5 შემთხვევა დადასტურდა, ინფიცირებულთა სიაში კი ექიმები და ექთნებიც შედიან. სახლის პირობებში კარანტინში ყოფნა დაახლოებით 100 ადამიანს უწევს,...

დაწვრილებითDetails

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარედ გოგა გულორდავა აირჩიეს

იანვარი 29, 2026
15
მთავარი

კომუნიკაციების კომისიის წევრებმა დღეს ჩატარებულ არჩევნებზე გოგა გულორდავა სამი წლის ვადით კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს. თავად კომისიის ინფორმაციით, კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას...

დაწვრილებითDetails

მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება

იანვარი 29, 2026
18
მთავარი

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება. მისი თქმით, უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით, მინისტრის ბრძანებით, შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო - საბჭო და დაინიშნება რექტორისა...

დაწვრილებითDetails

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ნახეთ, ვინ მიიღებს ბენეფიტს

იანვარი 29, 2026
917
მთავარი

თბილისის მერია სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისთვის მატერიალური დახმარების პროგრამას აგრძელებს.  პროგრამის ბენეფიციარები არიან ქალაქ თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ახალშობილის დაბადების თარიღისთვის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში მინიჭებული...

დაწვრილებითDetails

“ლხინი უბედურებად გადაიქცა…“ – რას ჰყვებიან მარნეულში მომხდარ ავარიაზე

იანვარი 29, 2026
73
მთავარი

მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. სოფელ ბაიდარში მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული კი კლინიკაში გადაიყვანეს. დაღუპულები არიან 23 წლის...

დაწვრილებითDetails

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

იანვარი 29, 2026
8
მთავარი

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს აფრთხილებს: როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტორი კომპანიის “სილქნეტის” ოპტიკური სადენის დაზიანების გამო, დღეს დილიდან, დედაქალაქში განთავსებული ელექტრო ტაბლოები მუშაობს შეფერხებით „შეფერხება ფიქსირდება ასევე კომპანიის...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».