შოვში დატრიალებული ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ორშაბათი, 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.
„დღეს და შაბათ-კვირას აქტიურად გაგრძელდება მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, გლოვის დღედ გამოცხადდება ორშაბათი“, – აცხადებს პრემიერი.
მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო მონაცემებით, შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულია 6 ადამიანი, 31-მდე დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ. მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.










