ბევრი კი ამტკიცებს, რომ ლუდში შემავალი სვია მელანინის გამომუშავებას ეხმარება, ეს ნივთიერება კი კანის ფერზეა პასუხისმგებელი.
ექიმები კი გვაფრთხილებენ, რომ მზისგან დამცავი კრემის გამოყენების ნაცვლად ლუდით გარუჯვა ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეიძლება კანის კიბოს გამომწვევი მიზეზი გახდეს.
თუმცა, თუ ჟურნალში Arch Dermatol გამოქვეყნებულ სტატიას ვენდობით, ყოველდღე ერთი ბოთლი ლუდის დალევა თქვენს კანს მზის ზემოქმედებისგან დაიცავს.
სტატიაში დასახელებულ კვლევაში ტყუპების 65 წყვილი მონაწილეობდა. ტყუპისცალები, რომლებიც ყოველდღე 0,5 ლიტრ ლუდს მიირთმევდნენ, მზის სხივების მიმართ მეტ წინააღმდეგობას ავლენდნენ.
შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ლუდი ტანზე დასხმის ნაცვლად, ჩაცივებული უნდა მიირთვათ.