“აფრინდა დედი ჩემი რეისი მოვდივარ სულ რამოდენიმე საათი და ჩაგეხუტები![]()
გელოდები შენი სიცილი დამანახე და მითხარი..რას შვები გოგო თიკოია მომენატრეო![]()
” – წერს სოციალურ ქსელში ქუთაისის საერთაშორისო აეროპრტის გზაზე ტრაგიკულად დაღუპული ლაშა წიქორიძის დედა.
3 ივლისს გამთენიისას ქუთაისის აეროპორტთან ქუთაისის აეროპორტთან ტრაგედია დატრიალდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას შეეჯახა, გზიდან გადავარდა და აფეთქდა.
გლოვაა სოფელ გეგუთში. დაღუპულები არიან: ლაშა წიქორაძე, მამუკა ბრეგვაძე, გიორგი მამისეიშვილი და ჯუბა კუხიანიძე. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათთან ერთად ავტომანქანაში 2 გოგო იმყოფებოდა, ისინიც მათი მეგობრები იყვნენ, დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს, მათგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა. ამ დრომდე მძიმეა კიდევ ერთი დაშავებული გოგონას მდგომარეობა.










