მეგი თათეშვილი, 45 წლის:
„ქმარი 3 წელია გარდამეცვალა. მას შემდეგ, რაც მარტო დავრჩი, მეტად გავაანალიზე, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის, ქალისთვის საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას: სწავლას, უმაღლესი განათლების მიღებას…
მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი“
მეგი თათეშვილმა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 1995 წელს ჩააბარა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ოჯახური პირობების გამო მეორე კურსიდან სწავლის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ახლა ის საბავშვო ბაღში მუშაობს აღმზრდელის თანაშემწედ და სამომავლოდ კვლავ განათლების სფეროში გეგმავს განვითარებას.










