მესტიის ცენტრში, პოლიციიდან დაახლოებით 150 მეტრში, “ლიბერთი ბანკის” შენობა გაძარცვეს.
შეიარაღებული, ნიღბიანი პირები შენობაში გვიან ღამით შეიჭრნენ. ბანკი დაცვის პოლიციის სისტემაშია ჩართული და უსაფრთხოებას ისინი აკონტროლებენ. მძარცველებმა შენობაში შესვლამდე გადაჭრეს ელექტრო სადენი, ადგილზე კი არავინ მორიგებოდა.
ბანკის საცავიდან წაღებულია თანხა, თუმცა რა რაოდენობით, “ლიბერთი” არ ასახელებს.
მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით მიმდინარეობს. ჯერ დაკავებული არავინაა.