კომუნიკაციების კომისიის მედიალაბში, დამწყები და მომავალი სტარტაპერებისთვის
სემინარი “Pitching101” ჩატარდა. სემინარს VRex Immersive-ის აღმასრულებელი
დირექტორი და Neuropilot VR-ის თანადამფუძნებელი, ნიკოლოზ გოგოჭური გაუძღვა,
რომელმაც მონაწილეებს სტარტაპის წარდგენის შესახებ, საკუთარი გამოცდილება
გაუზიარა.
შეხვედრაზე ტრენერმა სტარტაპ იდეის მოკლე დროში წარდგენის ეფექტური მეთოდები
და საუკეთესო მაგალითები, პრეზენტაციისას გასათვალისწინებელი რჩევები, ამბის
თხრობის სტილი და სხვა საკვანძო საკითხები მიმოიხილა.
შეგახსენებთ, რომ სტარტაპერების მხარდაჭერის მიზნით, მედიალაბი უკვე მეხუთე
წელია, მნიშვნელოვან ლექციებსა და სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.
გია ბარამიძე დააკავეს
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა გიორგი ბარამიძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. დაკავების ამსახველ ვიდეომასალას სოციალურ ქსელში გიორგი ბარამიძის მეუღლე ავრცელებს. უკავშირდება თუ არა გიორგი ბარამიძის...










