4 წლის გაბრიელს და 8 წლის ნიკოლოზ მიშელაძეს საზოგადოების დახმარება ჭირდება. ძმებს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემა აქვთ და ახლა სამკურნალოდ საბერძნეთში იმყოფებიან. ბავშვების მდგომარეობის შესახებ მათი ბებია ეკატერინა ბოსტანჯიევა გვიყვება:
“ნიკოლოზს დაბადებიდან გულის მანკი და ასთმა აქვს. ერთი ოპერაცია გადაიტანა, სტენტი ჩავუდგით და მუდმივად სჭირდება მკურნალობა. აქამდე ჩვენი ხარჯებით ვმკურნალობდით, რითაც შემეძლო, ყველგან ვმუშაობდი და ბავშვებს ვეხმარებოდი. საქართველოდან სხვადასხვა ფონდიც დაგვიდგა გვერდით და ბავშვების მედიკამენტებისა და კლინიკის თანხებს ვიხდიდით. მაგრამ, შემდეგ გაბრიელის პრობლემაც დაგვემატა…
გაბრიელს ყელის არეში ხრტილოვანი გამონაზარდი აქვს, რაც ყლაპვასა და სუნთქვაში ხელს უშლის. თავდაპირველად სიცხეები ჰქონდა, ყელი დაუჩირქდა, ექიმთან მივიყვანეთ და ეს დიაგნოზი დაუსვეს. 2 ოპერაცია ჩაუტარდა, 1 კიდევ სჭირდება, რომ ხრტილოვანი გამონაზარდები ამოკვეთონ. დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს, შემდეგ კი საბერძნეთში წამოვიყვანეთ.
ბავშვების მკურნალობისთვის მედიკამენტებისა და კლინიკის გზის თანხები გვესაჭიროება, თავად უკვე ყველა რესურსი ამოვწურეთ.
დიდი მადლობა ყველას თითოეულო ჩარიცხული ლარისთვის.
ოჯახის საბანკო ანგარიშებს,
თიბისი ბანკი: #GE50TB7397345061100100
საქართველოს ბანკი #GE97BG0000000127397700
ლიბერთი ბანკი: #GE08LB0711179063120000
მიმღები: ბოსტანჯიევა ეკატერინა ( ბებო )
პ/ნ
10001012274
���საბერძნეთის ბანკის ანგარიში: #GR3501723560005356089093616










