სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს – ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს. აქცია ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ”კოლხურ შადრევანთან” 12 საათზე გაიმართა.
”ჩემთვის პირადად მიუღებელია, ჟურნალისტებისთვის იმის ბრძანება რომ რესპონდენტებს უნდა შეუქმნა კომფორტი და არ დაუსვა კრიტიკული შეკითხვები. 21-ე საუკუნეში ჩემთვის მიუღებელია შანტაჟისა და ულტიმატუმის ენით საუბარი ჟურნალისტების მიმართ” – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა გიგა გელხვიიძე და გიორგი კოხრეიძეს მოუწოდა თავი შეიკავოს მსგავსი განცხადებების გაკეთებისგან.
“იკითხეთ ჩვენი სტატიები და არა მიმოწერა”, “გვისმინე რადიოში და არა ტელეფონში”,- ამ ლოზუნგებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომელთა ნაწილი ახლად არჩეული დირექტორის მაუწყებლის საინფორმაციო ნაწილში ჩარევასა და პოლიტიკის შეცვლის მცდელობას აპროტესტებს.
აჭარის საზოდაობრევი მაუწყებლის თანამშრომლებს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეხვდა, რის შემდეგაც მან არხის დირექტორს ურჩია, რომ ჟურნალისტების საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავოს.
შეგახსენებთ, აჭარის ტელევიზიის დირექტორად რამდენიმე დღის წინ გიორგი კოხრეიძე აირჩიეს.