ოკუპანტებმა ბახმუტში ფოსფორის ბომბები ჩამოყარეს – ინფორმაციას დროებით ოკუპირებული მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო ავრცელებს და წერს, რომ ზუსტად ასე იქცეოდა რუსული არმია მარიუპოლშიც.
“ბახმუტი. ფოსფორი. მარიუპოლშიც ასე იყო. როცა ვერაფერს აკეთებენ, ფოსფორს იყენებენ”, – წერს ის და შესაბამის ვიდეოს აქვეყნებს.