“მარტვილში დღეს 24 აპრილს მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენვის ფაქტებზე მასმედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გაცნობებთ:
პირველადი ინფორმაციით რაც გვაცნობა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტმა რომ არ არის ცოფის კლინიკური ნიშნები სახეზე, ძაღლი ლეკვებს იცავდა გამვლელებისგან და ნერვიულობდა, მისთვის შესაფარებელი სახლი დაუნგრევიათ და ლეკვები გადაუყრიათ, აგრესიას სავარაუდოდ ამიტომაც გამოხატავდა ხალხის მიმართ და ამიტომაც დაკბინა გამვლელი მოქალაქეები, ასეთი არის ეპიდემიოლოგიური კვლევის პირველადი შედეგები. ეხლა მოიძიეს ოზურგეთის თავშესაფრის თანამშრომლებმა მისი ლეკვები და ძაღლიც იზოლირებულად მოთავსდება თავშესაფარში დაკვირვების მიზნით. გთხოვთ გამოვიჩინოთ ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება,მივაწოდოთ საკვები,მოვეპყრათ ჰუმანურად,არ მოვახდინოთ მისთვის ლეკვების მოცილება, დავუდგათ სახლები, ბუნაგები ქუჩებში, მოვახდინოთ დროულად მათი სტერილიზაცია, შედეგად ადამიანები და მიუსაფარი ცხოველები ერთმანეთთან თანაჰარმონიაში იქნებიან!
“-ინფორმაციას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაცია ავრცელებს