IRI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მოწონების რეიტინგში გამოკითხულთა 91%-ით პირველ ადგილს ისევ ილია მეორეა.
შემდეგ 52%-ით მოდოს თბილისის მერი კახა კალაძე. 48%-იანი მოწონების მაჩვენებელი აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ზურაბიშვილის შემდეგ მოდის პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.
სრული სია ასე გამოიყურება:
- ილია მეორე – 91%%
- კახა კალაძე – 52%
- სალომე ზურაბიშვილი – 48%
- ირაკლი ღარიბაშვილი – 43%
- გიორგი გახარია – 36%
- მიხეილ სააკაშვილი – 36%
- ბიძინა ივანიშვილი – 35%
- შალვა ნათელაშვილი – 35%
- ელენე ხოშტარია – 33%
- გიორგი ვაშაძე – 33%
- ალეკო ელისაშვილი – 31%
- ირაკლი კობახიძე – 31%
- მამუკა ხაზარაძე – 29%
- შალვა პაპუაშვილი 27%
- ლევან ხაბეიშვილი – 27%
- ბადრი ჯაფარიძე – 26%
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 26%
- პეტრე ცისკარიშვილი – 19%
- გიგა ბოკერია – 17%
- პაატა მანჯგალაძე – 9%
IRI-ს კვლევის საველე სამუშაოები Polling & Marketing-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა მთელი საქართველოს მასშტაბით 2023 წლის 4-დან 23 მარტამდე, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით.
შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი +/- 2.5 %-ია, ხოლო გამოპასუხების მაჩვენებელი – 74%.