ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა დიმში მტკნარი და მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო აშენდება, რისთვისაც 2 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ახალი საწარმო თანამედროვე სტანდარტების დანადგარებით იქნება აღჭურვილი და წელიწადში არანაკლებ 1 460 000 ლიტრი წყლის წარმოებას შეძლებს.
? საინვესტიციო პროექტის განსახორციელებლად შპს „პრესტიჯლანდ ჯეორჯიას“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ , ქონების ერთ ლარად გადაცემის კომპონენტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სოფელ დიმში მდებარე 3014 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები გადაეცა.
➡️ საქართველოდან ექსპორტირებული მტკნარი და მინერალური წყლის მოცულობა წლიდან წლამდე იზრდება, შესაბამისად შპს“ პრესტიჯლანდ ჯეორჯია“ ნაწარმოები პროდუქციის გაყიდვას საექსპორტო ბაზრებზე ვარაუდობს და ამ მიმართულებით უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს უცხოელ პარტნიორებთან.
ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა
ქუთაისი ხონის გზაზე ავარია მოხდა. როგორც ,,მეგა ტვ" წყარომ განუცხადა შემთხვევა ცოტა ხნის წინ სოფელ კუხის ტერიტორიაზე მოხდა. მისივე ცნობით, ავარიის შედეგად ერთი ავტომობილი აალდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ცნობილი არაა....










