ავტოსაგზაო შემთხვევა სოფელ ჭალადიდში მსხვერპლით დასრულდა. საინფორმაციო სააგენტოს “მეცხრე ტალღას” ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სამედიცინო დახმარების და საპატრულო პოლიციის მანქანები