LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნო

ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნო

დაპოსტა 2023/04/09-ში
A A
161
ნახვა
გაზიარება

პირველი მოთხოვნაა – ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა – დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა -მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა – დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკურ ლიდერებს აღნიშნული მოთხოვნების გარშემო დისკუსია შესთავაზა.

„ჩემო მეგობრებო, ამ 4 მოთხოვნის გარშემო აბსოლუტურად ყველას ვთავაზობთ დისკუსიასაც, ერთობასაც, საერთო ბრძოლის ხაზსაც და მე მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკურ ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები, დაამარცხეთ თქვენს თავში კომპლექსები და ნუ დაინტერესდებით, რას იტყვის რუსი ოლიგარქი თქვენზე. მთავარია, რას ფიქრობს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი თქვენზე.

მინდა დავპირდე თითოეულ თქვენგანს, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე. ბრძოლა იქნება ძალიან რთული, მაგრამ მოკლე დისტანციაზე. მადლობა, მადლობა და მადლობა თითოეულ თქვენგანს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გარდა ამისა, ხაბეიშვილმა პარლამენტის წინ შეკრებილ საზოგადოებას მოუწოდა ერთობისკენ, ხელების ჩაკიდებისა და გამარჯვებამდე ბრძოლისკენ.

„ჩემო მეგობრებო, რუსული პროპაგანდა დამარცხებულია. მიუხედავად, პოლიტიკური გემოვნებისა, დღეს აქ ყველა ერთად ვართ, ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. რამდენი არ გვეძახა რუსულმა პროპაგანდამ, ჩვენმა შიდა თუ გარე მტერმა, რომ თურმე არის ერთი პარტია და სხვა პარტიები არ იქნებიან, თურმე უნდა ვიყოთ გათითოკაცებულები, თურმე ერთმანეთს უნდა დავუპირისპირდეთ და რეალურად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საპირისპიროდ, გვჭირდება ერთობა, ხელების ჩაკიდება და ბრძოლა გამარჯვებამდე. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა. დიახ, დამოუკიდებლობა მოიპოვა და შემდეგ ეს დამოუკიდებლობა 1991 წელს გაფორმდა.

ყველამ ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქს „წადი, წადი“.ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ისტორია გადაწეროს. სად ნახა და წაიკითხა, რომ ქართველი ხალხი არის მონობას მიჩვეული? სად ამოიკითხა? სად ნახა ბიძინა ივანიშვილმა რომ ლაჩრობაა ჩვენი ქვეყნის ისტორია, რომ მოძმე ქვეყნის, უკრაინის ზურგში დანის ჩარტყმა არის ჩვენი ქვეყნის ისტორია?! სად ნახა ღალატის ისტორია?  ბიძინა ივანიშვილმა კარგად უნდა იცოდეს, რომ ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას, ჩვენ ვიბრძოლებთ ჩვენ ძმებთან ერთად. ეს არ არის ვიწრო, პარტიული ინტერესები, ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხე, როცა ვხედავთ, როგორ კლავენ მესამე პრეზიდენტს წამებით.

ამასობაში, ყველა მოგვიწოდებს, რომ პრეზიდენტის მწამებლებს და მკვლელებს ევროკავშირში არ ელოდებიან. აი, ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება. დღეს თქვენ, აქ ნახეთ მეოთხე პრეზიდენტი,  გიორგი მარგველაშვილი რომელმაც ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. თქვენ ნახეთ პოლიტიკური ლიდერი, გიორგი ვაშაძე რომელმაც ასევე ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ერთხელ და სამუდამოდ, ამ ქვეყანაში უნდა გაირკვეს, ვინ არის ნამდვილი ოპოზიცია და ვინ არის თვითმარქვია ოპოზიცია!“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება64

დაკავშირებული -პოსტები

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
მთავარი

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია, თუმცა ქარის გამო მალე ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

„დედა ცემით მოკლა და ცხედარი ნაგვის ურნაში დამალა…“ – დაკავებულია 33 წლის კაცი(უცხოეთი)

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მამაკაცმა დედა ცემით მოკლა, შემდეგ კი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. ცემამდე კაცმა დედას, სავარაუდოდ, მეტამფეტამინი გაუკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, 65 წლის ქალი პოლიციამ სახლში ავტოფარეხის...

დაწვრილებითDetails

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კოღოს ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს და რა უნდა გააკეთოთ, რომ ცუდი შედეგები თავიდან აიცილოთ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხული სრული დატვირთვით დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლისმსმელი პატარა მონსტრების დრო დადგა. ჩვენ შეჩვეულები ვართ და კოღოს ნაკბენს უმნიშვნელო უსიამოვნებად აღვიქვამთ - მოიფხან და დაივიწყებ. მაგრამ ზოგჯერ ეს პატარა...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში გეოლოგები მუშაობენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ხარაგაულში გეოლოგები მუშაობენ
მთავარი

ხარაგაულში მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი...

დაწვრილებითDetails

გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა-ონისე ცხადაძე მამას გამოეთხოვება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა
მთავარი

“გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა. პროკურორი ვაჟა თოდუა დაეთანხმა ჩემი ძმის გამოყვანას ციხიდან შესაბამისი დროის და ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ არ ვიცით სამწუხაროდ, ეს როდის იქნება, რა ხანგრძლივობით იქნება, მაგრამ როგორც ვიცით,...

დაწვრილებითDetails

უმდიდრესი ადამიანების საფულეების 5 საიდუმლო

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მილიონერების საფულეების ხუთი საიდუმლო ჩინური მონეტა კვადრატული ნახვრეტით – ფულის მაგნიტი მინიატურული მონეტა ცენტრში კვადრატული ხვრელით არის სტაბილური და უწყვეტი ფინანსური ნაკადის სიმბოლო ფენ-შუის კანონის მიხედვით. განსაკუთრებით ფასობს ცინის დინასტიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"