“თელავის” მთავარი მწვრთნელის, ვარდან მინასიანის მატჩის შემდგომი კომენტარი:
“ჩვენი თამაში 2 ნაწილად შეიძლება გაიყოს-გაძევებამდე და გაძევების მერე. ვიცოდით რომ ძალიან ძლიერი და კარგი გუნდია “დინამო” ბათუმი,მაგრამ ვფიქრობ რომ იმ ფეხბურთით რაც ჩვენ პირველი ტაიმი ვითამაშეთ და მეორე საწყისი 10 წუთი მოგება შეგვეძლო. გაძევებამ ყველაფერი შეცვალა და თავდაყირა დააყენა. რატომღაც მალევე მოიშალა ჩვენი სათამაშო მექანიზმი და სამწუხაროდ მივიღეთ ის შედეგი რაც მივიღეთ. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ,როგორი ფეხბურთიც ითამაშა ჩემმა გუნდმა გაძევებამდე ის კარგი იყო,კმაყოფილი ვარ,მაგრამ რაც მოხდა აუცილებლად ვიმუშავებთ ამ კომპონენტზე,ამ მხრივ სამუშაო ბევრი გვაქვს”.
შეგახსენებთ რომ “თელავი” ბათუმის “დინამოსთან” 1_4 დამარცხდა.