“დინამო” თბილისის მთავარი მწვრთნელის გია ჭიაბრიშვილის მატჩის შემდგომი კომენტარი:
“მომენტი გვაქვს თამაშებში,მაგრამ ვერ ვიყენებთ, ბევრი მიზეზია ,არ არის მხოლოდ ოსტატობა . რიგ შემთხვევებში გუნდები არ გვაძლევენ ამის საშუალებას, ძალიან კარგად იცავენ თავს. ჩვენც რაღაცეებში მოსამატებელი გვაქვს. მე მომეწონა თამაში,ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშეთ. “ტორპედო” დღეს არის ძალიან ძლიერი თავისი შემადგენლობით,მწვრთნელებით. მე მიხარული ვარ ამ მინიმალური ანგარიშით გამარჯვებას რომ მივაღწიეთ. ადვილი თამაში არ გვქონია ჯერ,როგორც ჩანს არც გვექნება.”
შეგახსენებთ რომ “დინამო” თბილისმა “ტორპედო” 2-1 დაამარცხა .