პარასკევი დღე ბაღდათის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ბაზრობის დღეა. ეს არის დღე, როდესაც სოფლიდან ჩამოსული ადამიანები ცდილობენ საკუთარი შრომით მოყვანილი პროდუქტი გაყიდონ, რათა სახლში ლუკმა-პურის ფული წაიღონ. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში წინასააღდგომო სამზადისია, ბადღათის ბაზარში სადღესასწაული ფუსფუსი ნაკლებად იგრძნობოდა. როგორც მოვაჭრეები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ , მუნიციპალიტეტი დღითიდღე იცლება, რის გამოც მომხარებლების რაოდენობა საგრძნობლად იკლებს
“დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი” – პროკურორი
დიტო ჩუბინიძის ქმედებები ცალსახად არის განმეორებითი, არის ისეთი მოცემულობით გავრცელებული, რომ სახელმწიფო ინტერესებს აზიანებს და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ არის მიმართული, - ამის შესახებ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა...









