LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ღაზას სექტორიდან გასულ ღამეს 44-მდე რაკეტა ისროლეს

ღაზას სექტორიდან გასულ ღამეს 44-მდე რაკეტა ისროლეს

დაპოსტა 2023/04/07-ში
A A
56
ნახვა
გაზიარება

ისრაელმა, ღაზის სექტორიდან და ლიბანიდან რაკეტების სროლის პასუხად, ამ ტერიტორიებზე იერიშები მიიტანა.

გასულ ღამეს პალესტინურმა ჯგუფებმა ღაზის სექტორიდან 44-მდე რაკეტა ისროლეს, ორ ტალღად. ისრაელმა საპასუხო იერიშები ორივე ტალღის შემდეგ მიიტანა. მათი სამიზნე ანკლავის მმართველი რადიკალური დაჯგუფების, ჰამასის 10-მდე ობიექტი იყო. იერიშები მიიტანეს ჯგუფის გვირაბებზე, იარაღის საწარმოებსა და რაკეტის გამშვებ დანადგარებზე.

აქამდე, ლიბანის სამხრეთიდან, რომელსაც ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალური დაჯგუფება ჰეზბოლა აკონტროლებს, ისრაელის მიმართულებით 34 რაკეტა ისროლეს. ჰეზბოლას პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა აქ მოქმედი პალესტინური დაჯგუფებები მსგავს თავდასხმას მათი ნებართვისა და ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ განახორციელებდნენ. ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში იერიშები ჰამასის აქ მყოფი განშტოების ინფრასტრუქტურაზე მიიტანეს. ჰეზბოლას მიერ კონტროლირებად სამხრეთ ლიბანში, სადაც პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკებია, ჰამასს გარკვეული გავლენები აქვს.

ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ სამხრეთ ლიბანში ჰამასს მოქმედების საშუალებას არ მისცემენ და მათ თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ლიბანს აკისრებენ.

უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ქვეყანაში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული მიმდინარე შიდა უთანხმოება იერუსალიმს მტკიცე პასუხის გაცემაში ხელს ვერ შეუშლიდა.

დაძაბულობის ზრდა 5 აპრილს, იერუსალიმში მდებარე ალ-აკსას მეჩეთში პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკებამ გამოიწვია. წლის ეს პერიოდი ისრაელში მუდამ დაძაბულია, რადგან ებრაელები პასექს, არაბები კი რამადანის წმინდა თვეს აღნიშნავენ. 2021 წელს მსგავსი დაძაბულობა 11-დღიან ომში გადაიზარდა. ჰამასმა და სხვა პალესტინურმა ჯგუფებმა მაშინ 3 000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს, ისრაელს კი საპასუხო იერიშები მიჰქონდა. კონფლიქტი ეგვიპტის შუამავლობით დასრულდა.

ირანის მიერ მხარდაჭერილ ჰეზბოლას ახლო კავშირები აქვს ღაზის სექტორში მოქმედ პალესტინურ დაჯგუფებებთან: ჰამასთან და ისლამურ ჯიჰადთან.

გაზიარება22

დაკავშირებული -პოსტები

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
მთავარი

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია, თუმცა ქარის გამო მალე ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

„დედა ცემით მოკლა და ცხედარი ნაგვის ურნაში დამალა…“ – დაკავებულია 33 წლის კაცი(უცხოეთი)

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მამაკაცმა დედა ცემით მოკლა, შემდეგ კი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. ცემამდე კაცმა დედას, სავარაუდოდ, მეტამფეტამინი გაუკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, 65 წლის ქალი პოლიციამ სახლში ავტოფარეხის...

დაწვრილებითDetails

5 მიზეზი, თუ რატომ შეიძლება კოღოს ნაკბენი სასიკვდილო აღმოჩნდეს და რა უნდა გააკეთოთ, რომ ცუდი შედეგები თავიდან აიცილოთ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან კოღოს ნაკბენი
მთავარი

ზაფხული სრული დატვირთვით დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სისხლისმსმელი პატარა მონსტრების დრო დადგა. ჩვენ შეჩვეულები ვართ და კოღოს ნაკბენს უმნიშვნელო უსიამოვნებად აღვიქვამთ - მოიფხან და დაივიწყებ. მაგრამ ზოგჯერ ეს პატარა...

დაწვრილებითDetails

ხარაგაულში გეოლოგები მუშაობენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ხარაგაულში გეოლოგები მუშაობენ
მთავარი

ხარაგაულში მეწყრული პროცესების დეტალური შესწავლის მიზნით მუშაობს გეოლოგთა ჯგუფი. ხარაგაულის სოფლებში - ღვერკსა და ხემაღალში, სადაც მეწყრული პროცესები გააქტიურდა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, მამუკა ხიმშიაშვილი, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი...

დაწვრილებითDetails

გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა-ონისე ცხადაძე მამას გამოეთხოვება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ონისე ცხადაძის მამა გარდაიცვალა
მთავარი

“გაითვალისწინა პროკურატურამ ადვოკატის თხოვნა. პროკურორი ვაჟა თოდუა დაეთანხმა ჩემი ძმის გამოყვანას ციხიდან შესაბამისი დროის და ღონისძიების ფარგლებში, მაგრამ არ ვიცით სამწუხაროდ, ეს როდის იქნება, რა ხანგრძლივობით იქნება, მაგრამ როგორც ვიცით,...

დაწვრილებითDetails

უმდიდრესი ადამიანების საფულეების 5 საიდუმლო

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
მთავარი

მილიონერების საფულეების ხუთი საიდუმლო ჩინური მონეტა კვადრატული ნახვრეტით – ფულის მაგნიტი მინიატურული მონეტა ცენტრში კვადრატული ხვრელით არის სტაბილური და უწყვეტი ფინანსური ნაკადის სიმბოლო ფენ-შუის კანონის მიხედვით. განსაკუთრებით ფასობს ცინის დინასტიის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"