LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შვილის კრიტიკული წერილის შემდეგ შალვა რამიშვილი სიმღერას “მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს” აზიარებს

შვილის კრიტიკული წერილის შემდეგ შალვა რამიშვილი სიმღერას “მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს” აზიარებს

დაპოსტა 2023/04/07-ში
A A
129
ნახვა
გაზიარება

შვილის კრიტიკული წერილის შემდეგ, შალვა რამიშვილი აზიარებს სიმღერას “მხოლოდ ღმერთს შეუძლია განმსაჯოს”

წაიკითხეთ ლაშა რამიშვილის წერილი:

”

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.

ხალხთან ურთიერთობისას ყოველთვის განვიცდიდი სირცხვილს, რომ ჩემი პიროვნება მაშინვე იმედგაცრუებას გამოიწვევდა, როცა გაიგებდნენ ვისი შვილი ვარ.

მე ვარ შალვა რამიშვილის შვილი და მთელი ცხოვრება იმ პიროვნების სახელთან ვასოცირდებოდი, რომელიც მხოლოდ ფორმალურად იყო მამა, რეალურად კი არასდროს შეუსრულებია ეს როლი.

რაც თავი მახსოვს, ჩვენი ოჯახი სისტემატიურად დგებოდა მძიმე კრიზისების წინაშე, ამ ადამიანის გამო და დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში გვამყოფებდა. ეს წნეხი დღემდე გრძელდება…

რაციონალურად მესმოდა, რომ არ უნდა მეგრძნო პასუხისმგებლობა მის მიმართ, რადგან არც ემოციური კავშირი და არც მსოფლმხედველობრივი თანხვედრა გვაკავშირებს მე და ჩემს ძმებს მასთან.

მის მიერ ფორმალურად გამოხატული მზრუნველობის იმიტაცია, ჩემს ქვეცნობიერებაში რეალური მამის არსებობის იმედს აღვივებდა. ეს მოლოდინი კარგა ხნის წინ გახუნდა, მაგრამ დუმილის ინერციას ისევ ვაგრძელებდი.

ბოლო დროინდელმა მოვლენებმა კი, ჩემი მოთმინება საბოლოოდ დაასრულა, როცა აქციაზე გულწრფელად გასულ მე და ჩემს თანატოლებს „ჩმორები“ გვიწოდა სრულიად დაუმსახურებლად და წარმოგვაჩინა პოლიტიკური ძალებისგან მართულ ბრბოდ. ამას დაემატა მისი მხილება იმ გოგოების მიერ, რომლებსაც ჰქონდათ ღირსების შემლახველი გამოცდილება მასთან ურთიერთობისას.

მე უკვე ვეღარ გავაგრძელებდი ამ ყველაფერთან, თუნდაც ირიბ მონაწილეობას, რადგან შალვას მავნებლობები ჩვენი ოჯახის გარდა დიდი ხანია სხვა ადამიანებსაც აზარალებს.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველა იმ გოგონას, რომლებიც შეურაცხყო შალვა რამიშვილმა. მინდა დავგმო მათ წინააღმდეგ აგორებული ბინძური კამპანია, რითაც ახლა უკვე საჯაროდ მეორდება ძალაუფლების გამოყენებით მათზე მანიპულაცია.

მახსოვს მისი უპატივცემულო დამოკიდებულება და სრული უმადურობა დედაჩემის მიმართ და ვიცი, რომ ის ზოგადად არ სცემს ქალს პატივს.

ჩემს თანადგომას ვუცხადებ ლაზარეს, რომელსაც შეგნებულად უპირებენ ციხეში გამომწყდევას. დღეს ლაზარე წარმოადგენს მთავრობისთვის იმ მარტივად გასაწირ მსხვერპლს, რომელსაც ახალგაზრდობის დასაშინებლად იყენებენ.

ქართული ოცნება ყოფილი დამნაშავე რეჟიმის მტრის ხატად გამოყვანით ინარჩუნებს საარჩევნო ხმებს, რითაც ხელოვნურად აცოცხლებს ისედაც მორალურად გაკოტრებულ ნაციონალურ მოძრაობას და ამით ცდილობს ქვეყნის რეალური მტრიდან ჩვენი ყურადღების არიდებას.

სინამდვილეში მთავრობაში მყოფ კაცებს, არც პატრიოტული მიზნები აინტერესებთ და არც გაჭირვებული ხალხის ბედი. ისინი არიან „ბასლაინებზე“ მოსიარულე, რეალობას აცდენილი ინდივიდები.

მე ვაცნობიერებ მთელ პასუხისმგებლობას, რომ ჩემს ამ საჯარო წერილს სავარაუდოდ შეიძლება მოყვეს გარკვეული ხმაური. მივმართავ პოლიტიკურ სუბიექტებს და მათ დაქვემდებარებაში მყოფ მედიებს, რომ ეს წერილი არ გამოიყენონ პოლიტიკური ვაჭრობისა და უღირსი მანიპულაციის იარაღად.

კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს წერილი ემსახურება შალვას მსხვერპლებისადმი, მათ შორის ჩემი ოჯახის მიმართ თანადგომას.

წერს შალვა რამიშვილის შვილი, ლაშა რამიშვილი Facebook-ზე.

გაზიარება52

დაკავშირებული -პოსტები

პოლიციამ ხაშურში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
პოლიციამ ხაშურში არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, ხაშურის რაიონული სამმართველოსა და სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამხარეო სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით ოთხი პირი, მათ შორის უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ო.ა. და 1998 წელს დაბადებულები: რუმინეთის მოქალაქე ა.ნ., ერითრეას მოქალაქე ფ.მ., იორდანიის მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
სომხეთის მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს
მთავარი

სომხეთის შირაკის ეპარქიის წინამძღვარი, მთავარეპისკოპოსი მიქაელ აჯაფახიანი დააკავეს - ამის შესახებ სომხური მედია წერს. მათივე ცნობით, მთავარეპისკოპოსს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აჯაფახიანს წარდგენილი აქვს ბრალდება სომხეთის სისხლის სამართლის კოდექსის 422-ე მუხლის...

დაწვრილებითDetails

„ძალიან მჭირს ამ პოსტის დაწერა… “- დიზაინერი სოსო კავკავაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„ძალიან მჭირს ამ პოსტის დაწერა… “- დიზაინერი სოსო კავკავაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

დიზაინერი და დუეტ „პარალელური სამყაროს“ სოლისტი სოსო კავკავაშვილი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „დედამ  ბრძოლა შეწყვიტა. გამიფრინდა ზეცაში... ჯერ ადრე იყო ძალიან თუმცა... დედა წავიდა ზეცაში უფალთან. ძალიან მჭირს ამ პოსტის დაწერა...

დაწვრილებითDetails

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ჯერ არ გამოსულა და მართლა წერს, გონია – ქუთაისის მარგალიტები ეროვნული გამოცდებიდან
მთავარი

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2025 წლის გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელი პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა. როგორც გავრცელებულ მიმართვაში ვკითხულობთ, ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი ვარსკვლავურ საათში შედის – რა ელოდებათ მათ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ნოემბრის თვის ყველაზე იღბლიანი დღეები ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ლომი ლომებისთვის ეს დღე პიროვნული აღმავლობის დასაწყისია. მერკური ამ ნიშანში აძლიერებს მათ ხიბლსა და სიტყვის ძალას. მადლიერების, გულუხვობისა და სიუხვის განწყობის გამოხატვა კიდევ უფრო გააძლიერებს გავლენას სხვებზე და მიიზიდავს შესაძლებლობებს....

დაწვრილებითDetails

რა უნდა გააკეთოს ზოდიაქოს ნიშნებმა ზაფხულში

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

სად და როგორ უნდა დაისვენონ წელს ზოდიაქოს ნიშნებმა - ასტროლოგიური გზამკვლევი ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მშვილდოსანი ვერძი: ალპების მთებში ლაშქრობა ან ექსტრემალური სპორტი საქართველოში, შვეიცარიაში ან კავკასიონზე ლომი: ხმელთაშუა ზღვის სანაპირო...

დაწვრილებითDetails

ამ ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება უახლოეს დღეებში თავდაყირა დადგება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

ამ ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრება უახლოეს დღეებში თავდაყირა დადგება. ესენი არიან: კიბო საჭიროა ყველაფერი წესრიგში მოიყვანოთ. იმის გაცნობიერება, თუ რამდენად ბევრი რამ შემთხვევითობის ანაბარა დარჩა, შინაგან ბიძგს იწვევს. ჩნდება მკაფიო მიზანი...

დაწვრილებითDetails

ამ 4 რიცხვს წარმატება და იღბალი მოაქვს – ნახეთ, არის თუ არა თქვენი დაბადების დღე ჩამონათვალში

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ზოდიაქოს 4 ყველაზე ქარიზმატული ნიშანი
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ თარიღს ადამიანის ბედზე თავისი უნიკალური გავლენა აქვს, ნუმეროლოგები გამოყოფენ რამდენიმე რიცხვს, რომელთა ქვეშ დაბადებულებს ახასიათებთ ბუნებრივი იღბალი და მიზნების მარტივად მიღწევისკენ მიდრეკილება. ექსპერტების აზრით, ეს ადამიანები,...

დაწვრილებითDetails

პეტრე-პავლობის მარხვაში წასაკითხი ლოცვა

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
დღეიდან, პეტრე-პავლობის მარხვა დაიწყო – რა უნდა იცოდეს, ვინც მარხვას აპირებს
მთავარი

ლოცვა წმიდათა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს მიმართ, რომელიც უნდა ვიკითხოთ პეტრე – პავლობის მარხვაში. ჰოჲ ძლიერნო! თავს იდეთ უძლურებანი ჩუენნი, სულითა ნუ განგუეშორებით ჩუენ, და ნუ განვეშორებით სიყუარულსა ღმრთისასა,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"