ქალბატონი კელი დეგნანი ამბობს, რომ ჩვენ ვახორციელებთ ღამის ზარებს, საიდან იცის ქალბატონმა დეგნანმა, რომ ზარებს ვახორციელებთ? ესეიგი, გვისმენენ. აშშ-ს საელჩო ტელეფონზე გვისმენს. თუ გვისმენენ, არაუშავს, მაშინ, ვთხოვ მათ, გამოაქვეყნონ ეს ზარები და დაანახონ საზოგადოებას, რომ ლევან მურუსიძე ღამით ურეკავს კონკრეტულ მოსამართლეს, ქრთამს აძლევს და აღებინებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას. მე არ ვიქნები წინააღმდეგი, უბრალოდ, მაინტერესებს, საიდან აკეთებს ქალბატონი კელი ამ დასკვნას, რომ მე ღამით მოსამართლეს ვურეკავ და ვაღებინებ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ალბათ, მისმენენ, ხო? თუ მისმენენ და თუ აქვთ ამის მტკიცებულებები, გამოაქვეყნონ, მე არ ვარ ამის წინააღმდეგი.
სრული ინფორმაცია მათთვის, ვისაც ბავშვის ბაღში დარეგისტრირება სურს – დეტალები
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო აქვეყნებს. რეგისტრაცია წარიმართება სამ ეტაპად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს...