LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
თუ მე ვერ ვიცოცხლებ, გული უნდა იყოს დამარხული კიევში…-მიხეილ სააკაშვილი

კახექსიის მე-4 სტადია, კუნთების განლევა-ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილზე

დაპოსტა 2023/04/04-ში
A A
114
ნახვა
გაზიარება
სახალხო დამცველის კონსილიუმმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და მისი ჯანმრთელობის შესახებ დასკვნას აქვეყნებს.

ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ პაციენტს გამოხატული აქვს მძიმე სარკოპენია, წამოდგომისას აქვს წნევის ძლიერი ვარდნა და კახექსიის მძიმე 4 სტადია.

დასკვნის თანახმად, აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.

კონსილიუმის განცხადებით, წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება – მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

“2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტმა ჯგუფმა მორიგი ვიზიტი განახორციელა კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასების მიზნით.

სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის ვიზიტების მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა/არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

2 აპრილს ექიმებმა გასინჯეს პაციენტი. არასამუშაო დღეს განხორციელებული ვიზიტის გამო, სამწუხაროდ, მკურნალ ექიმთან გასაუბრება, ან ადგილზე სამედიცინო დოკუმენტაციის გაცნობა ვერ მოხერხდა.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა: თენგიზ წულაძემ (ნევროლოგი), გიორგი კაჭარავამ (კარდიოლოგი), გიორგი გრიგოლიამ (ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი) და აიდა გოზალოვამ (ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი, პალიატიური მედიცინის სპეციალისტი).ვიზიტის შემდგომ გამართულ ონლაინ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ასევე ნინო ზავრაშვილმა (ენდოკრინოლოგი), გიორგი პაპიაშვილმა (კარდიოლოგ/არითმიოლოგი) და გრიგოლი ხურციძემ (თერაპევტი, შინაგანი სნეულებები/ჰოსპიტალური მედიცინა).

პაციენტის მდგომარეობა: დამძიმება 19 თებერვლის (პაციენტთან წინა ვიზიტის) შემდეგ.

ობიექტური გამოკვლევით: გამოხატულია მძიმე სარკოპენია.

პაციენტმა დაიკლო კიდევ 4 კილოგრამი კუნთების მნიშვნელოვანი განლევის ხარჯზე. გადაადგილება მნიშვნელოვნად შეზღუდულია სისუსტის გამო. 

წამოდგომისას აღინიშნება წნევის ძლიერი ვარდნა 120/90-იდან 78/40-მდე, რასაც თან ერთვის წონასწორობის კარგვა და კოორდინაციის საგრძნობი მოშლა.

აღსანიშნავია გონებრივი ფუნქციების მნიშვნელოვანი დაქვეითება, დეპრესია.

შთაბეჭდილება:

1. სარკოპენია, კუნთების განლევა, კახექსიის მძიმე მე-4 სტადია.

2. ორთოსტატიული წნევის კრიტიკული ვარდნა კოორდინაციის მოშლით.

როგნოზი და რისკები:

1. პაციენტი შესულია აქტიური კატაბოლიზმის ფაზაში.

წონის მეტი კლების შედეგად ის საწოლზე მიჯაჭვული გახდება, რადგანაც მთლიანად განლეული ექნება ქვედა კიდურების კუნთები და სისუსტის გამო ვერ შეძლებს მოძრაობას.

მისთვის კრიტიკულ წონას წარმოადგენს 52-53 კილოგრამი, რის შემდეგადაც დაიწყება ორგანიზმის შეუქცევადი ცვლილებები.

2. კვლავ ვლინდება პერიფერული და აუტონომიური ნეიროპათია, რაც წამოდგომისას იწვევს წნევის კრიტიკულ ვარდნას.

ამჟამად ზედამხედველობის გარეშე პაციენტის მოძრაობა სახიფათოა, რადგანაც ძალიან მაღალია დავარდნის, სხეულის დაზიანებისა/მოტეხილობების რისკი. ამ უკანასკნელის განვითარების შემთხვევაში, კახექსიური სხეულის რესურსი იმისათვის რომ ჭრილობა ან მოტეხილობა შეხორცდეს არის ძალიან დაბალი, რაც გამოიწვევს სხვა კრიტიკული გართულებების (სისხლჩაქცევა, ინფექცია, ღრმა ვენების თრომბოზი და ა.შ ) კასკადურ განვითარებას ლეტალური გამოსავლის მაღალი ალბათობით“- ნათქვამია დასკვნაში.

სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები:

  • გიორგი გრიგოლია
  • გრიგოლი ხურციძე
  • გიორგი კაჭარავა
  • გიორგი პაპიაშვილი
  • თენგიზ წულაძე
  • ნინო ზავრაშვილი
  • აიდა გოზალოვა
გაზიარება46

დაკავშირებული -პოსტები

ჩამომართვეს რუსთაველის პრემია,უფრო სწორად ბიძინა ივანიშვილმა დამიყადაღა – პაატა ბურჭულაძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
“გუშინ „პირველი მერცხალი გამოჩნდა“ მოსამართლეებში, ვინც სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანა”- პაატა ბურჭულაძე
მთავარი

ახლა მოხდა ჩემთვის ძალიან მტკივნეული რამ, ჩამომართვეს რუსთაველის პრემია, - ამის შესახებ ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს.   პაატა ბურჭულაძის განცხადებით, რუსთაველის პრემია მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა...

დაწვრილებითDetails

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ
მთავარი

სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნინო დათაშვილისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ. ამის შესახებ განცხადებას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ავრცელებს.   განცხადების თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსგავსად,...

დაწვრილებითDetails

ემიგრაციიდან ახლი დაბრუნებული გოგო ტრაგიკულად დაიღუპა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ემიგრაციიდან ახლი დაბრუნებული გოგო ტრაგიკულად დაიღუპა
მთავარი

გორში გარდაიცვალა ახალგაზრდა ქართველი ემიგრანტი ნინო ბოლაშვილი, რომელიც იტალიიდან ახალი დაბრუნებული იყო. ნინო, იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის, კარგად იყო ცნობილი თავისი საქმიანობიდან (წარმოადგენდა საემიგრაციო და ფისკალური მომსახურების ორგანიზაციას GEO HOUSE,...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია – რომან გოცირიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
რა არის საჭირო რომ ევროპაში საშუალო ფენას მიეკუთვნებოდეთ
მთავარი

„საქართველოში მოსახლეობის ბოლო აღწერის სტატისტიკა გაყალბებულია“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.   მისი თქმით, საქსტატის დათვლით, 2014-2024 წლებში საქართველოს მოსახლეობა გაზრდილია 200...

დაწვრილებითDetails

ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს – სალომე ზურაბიშვილი

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
“ადგილი ჰქონდა წინასწარ ორგანიზებულ ძალადობას, საჩივარი შევიტანე, გამოძიება მოვითხოვე” – სალომე ზურაბიშვილი
მთავარი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის კვირას, 29 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას შეუერთდება.   როგორც მან აღნიშნა, „მნიშვნელოვანია, რომ ამ დღეს საპროტესტო აქციაზე გავიდეს ყველა - პარტიის წევრები, აქტივისტები,...

დაწვრილებითDetails

მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს ქართული დროშა და გააჟღეროს ქართული ჰიმნი არის სწორედ სპორტი – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და შესაბამისად, დიდ ომებს ჩვენ ვერ მოვიგებთ. არც გვინდა ჩავერთოთ, არც დიდ და არც პატარა ომებში. ასეთ ვითარებაში, მთავარი ასპარეზი, სადაც ქართველმა შეიძლება უმაღლეს დონეზე აწიოს...

დაწვრილებითDetails

რუსეთი ქვეყანაში შესვლის წესებს ცვლის

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
საქართველოდან ივლის-სექტემბერში 14 ათასით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე შემოვიდა
მთავარი

რუსეთი 30 ივნისიდან ექსპერიმენტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში უვიზო რეჟიმით შესულ უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს წინასწარ სთავაზობენ, რეგისტრაციის პროცედურა იდენტიფიკაციისა და აუთენტიფიკაციის ერთიან სისტემაში გაიარონ და რუსეთში შესვლაზე...

დაწვრილებითDetails

სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
რამდენი ადამიანი იღებს 9 000 ლარზე მეტ ხელფასს საქართელოში
ეკონომიკა

,,სავსებით რეალურია, 2028 წელს საშუალო ხელფასმა ქვეყანაში 3 500 ლარს მიაღწიოს,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა.   „მინდა შეგახსენოთ, როგორია ჩვენი მიზნები...

დაწვრილებითDetails

იმერეთის მოსახლეობა ბოლო 10 წელიწადში 5%-ით შემცირდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
თბილისი 1 201.8 , იმერეთი 466.6 ადამიანი |  მოსახლეობის რიცხოვნობა რეგიონების მიხედვით
მთავარი

აღწერიდან აღწერამდე საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა 5.3%-ით, 200 196 ადამიანით გაიზარდა. თუ 2014 წელს ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად ქვეყანაში სულ 3 713 804 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წლის აღწერით ეს რაოდენობა...

დაწვრილებითDetails

ვერავის მივცემთ საშუალებას, გარედან, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული კამპანიები ჩვენს ქვეყანაში, წაახალისონ მარიხუანის, კლუბური ნარკოტიკის მოხმარება – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 27, 2025
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

ნარკოტიკული დანაშაულის მიმართ ვიქნებით აბსოლუტურად შეურიგებლები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.   პრემიერის თქმით, ხელისუფლება ვერავის მისცემს საშუალებას, გარე დაფინანსებით, გაუმჭვირვალედ დააფინანსონ პრონარკოტიკული...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"