დღეიდან, ოთხი აპრილიდან, პარლამენტს ხუთი ახალი დეპუტატი ეყოლება.
ისინი პარლამენტში “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს ჩაანაცვლებენ, რომლებიც შიდა პარტიული გადაადგილების შედეგად სხვადასხვა თანამდებობებზე დაინიშნნენ და პარლამენტი დატოვეს.
გიორგი ამილახვარი, რომელიც განათლების მინისტრად დაინიშნა, გიორგი ჩაკვეტაძემ ჩაანაცვლა.
ირაკლი კოვზანაძე – თენგიზ შარმანაშვილმა.
გიორგი ხელაშვილი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველი გახდა – მერაბ ქვარაიამ.
ნინო იობაშვილი, რომელიც პრემიერის მრჩევლად დაინიშნა – სალომე ქურასბედიანმა.
ვლადიმერ ჩაჩიბაია კი, რომელიც ასევე პრემიერის მრჩეველი გახდა, ირაკლი კირცხალიამ ჩაანაცვლა.
ასევე, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციაზე გივი მიქანაძე დაინიშნა,ოლო საფინანსო – საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ კი პაატა კვიჟინაძე იქნა არჩეული.