ეროვნული ლიგის მე-6 ტურში “საბურთალო” -“გაგრას” დაუპირისპირდა. შეხვედრის მე-3 წუთზე მოედნიდან ნიკა ქავთარაძე გააძევეს, “გაგრა” მოედანზე 10 კაცით დარჩა.
მატჩის 34-ე წუთზე “საბურთალო” ოთარ მამაგეიშვილის გოლით დაწინაურდა.
42-ე წუთზე კი “გაგრას” კარში პენალტი დაინიშნა,რომელიც “საბურთალოს” კაპიტანმა იური ტაბატაძემ შეასრულა და გოლად აქცია.
ვორობეის კარში კიდევ ერთი პენალტი შეხვედრის მეორე ნახევარში დაინიშნა,რომელიც ამჯერად გიორგი კოხრეიძემ უზადოდ შეასრულა.
საბოლოო ჯამში შეხვედრა “საბურთალოს” გამარჯვებით,3-0 დასრულდა.