ეროვნული ლიგის მე-6 ტურში ქუთაისის “ტორპედო” ეროსი მანჯგალაძეზე “თელავს” დაუპირისპირდა.
შეხვედრა საკმაოდ საინტერესო და რიგ მომენტებში დაძაბული აღმოჩნდა. ჯამში 3 გოლი და 1 მოგერიებული პენალტი ვიხილეთ.
მატჩის პირველი ნახევრის გამორჩეულ ეპიზოდად თამამად შეგვიძლია თელაველთა კარში დანიშნული პენალტი ჩავთვალოთ. თანდილაშვილის კარის დალაშქვრის შანსი გიორგი კუხიანიძეს ჰქონდა ,თუმცა თელაველთა მეკარემ პენალტის მოგერიება შეძლო.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, თამაშის ტემპმაც იმატა , რისი დასტურიც გატანილი გოლებია. უფრო კონკრეტულად,50-ე წუთზე ბუღრიძემ ანგარიში გახსნა და “ტორპედო” დააწინაურა ,66-ე წუთზე კი ფაცაციამ გაათანაბრა. გვრჩებოდა შეგრძნება რომ შეხვედრა ფრე დასრულდებოდა ,თუმცა შეხვედრის ბედი მონტეირომ გადაწყვიტა,როცა 88-ე წუთზე თანდილაშვილის კარის აღება შეძლო და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა ,2-1.
ამ გამარჯვებით კახა ჩხეტიანის შეგირდებმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვეს . “ტორპედოს” შემდეგი მეტოქე თბილისის ” დინამოა”. ქართული ფეხბურთის მოყვარულებს კი ქართული ელ-კლასიკოს ცქერის სიამოვნებაც გელით .