თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქეთმა კოპენჰაგენში ყურანისა და თურქეთის დროშის დაწვის გამო დანიის ელჩი დაიბარა.
უწყების ცნობით, მსგავსი დანაშაულები შეურაცხყოფაა მათთვისაც, ვისაც სჯერა ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების.
“ეს ფაქტი აშკარა მტკიცებულებაა იმისა, რომ ევროპაში ბოლო დროს გაიზარდა ისლამოფობიის, ქსენოფობიის, დისკრიმინაციისა და რასიზმის გამოვლინებები. მსგავსი დანაშაულები ასევე შეურაცხყოფაა მათთვის, ვისაც სჯერა ტოლერანტობის, მშვიდობიანი თანაცხოვრების კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების” – წერია განცხადებაში
შეგახსენებთ, რომ კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს წინ ყურანი და თურქეთის დროშა გასულ კვირას დაწვეს. აქციას ულტრამემარჯვენე ჯგუფი ხელმძღვანელობდა.