უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსებმა ავდიივკაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა 2022 წელს დაბადებული ბავშვი.
“რუსებმა ავდიივკა არტილერიით დაბომბეს – ორი ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 2022 წელს დაბადებული ბავშვია. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი. დაზიანდა კერძო სახლი. ტერორისტები” – წერს ერმაკი