ქუთაისის მერიის ა(ა)იპ სპორტულ გაერთიანებაში პოლიცია მუშაობს. სამართალდამცველებMA თანამშრომლები გამოკითხეს, მათ შორის, ა(ა)იპ-ის უფროსის მოადგილე მამუკა მღვდელაძე.
ქუთაისის მერიის თანამშრომლების ინფორმაციით, პოლიციის ადგილზე მისვლის მიზეზი გუშინ მომხდარი ინციდენტი გახდა. კერძოდ, მათი ცნობით, ტელეკომპანია “მთავარის” კორესპონდენტი ემა გოგოხია ერთ-ერთი თანამშრომლის სამუშაო ოთახში დაუკითხავად შევიდა, დოკუმენტები გადმოყარა, შემდეგ კი არეული ოთახი გადაიღო.
„ვიმყოფები კუთვნილ შვებულებაში. „მთავარი არხის“ ჟურნალისტები შემოვიდნენ. ადგილზე არ ვიყავი და ნებართვის გარეშე შევიდნენ ჩემს სამუშაო ოთახში, რომელიც არიეს. გარდა იმისა, რომ ბრალს მდებენ აქციების ორგანიზებაში, უკვე პირად სივრცეშიც იჭრებიან. დიახ, მე ვიყავი აქციაზე, როგორვ მოქალაქე, მაგრამ მე ყოველთვის აქტიურად ვიდექი უსამართლობის წინააღმდეგ. უკვე მივმართე საგამოძიებო უწყებას,” – განაცხადა ქუთაისის ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის მოადგილემ მამუკა მღვდელაძემ.