რუსეთის პრეზიდენტის დაკავება სომხეთშიც შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. რამდენიმე დღის წინ სომხეთმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები კონსტიტუციურად ცნო და შესაბამისად,სომხეთში ვიზიტის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ. შეგახსენებთ, 17 მარტს ჰააგის სასამართლომ ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტისა და ბავშვთა უფლებების საკითხებში რუსეთის კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა
კახეთში მამაკაცი მოკლეს
ლაგოდეხში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს. - ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. შემთხვევა სოფელ კაბალში ცოტახნის წინ მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლულს სოფელში არსებულ ბაზარის ტერიტორიაზე ხორცის მაღაზია ჰქონდა, სადაც უცნობმა პირმა ცეცლსასროლი...