“ამ ახალგაზრდა თაობის ძალა თავისი ქვეყნის მომავლის ფორმირებისთვის არის ჩვენი მოტივაციაც. ჩვენი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა, რამდენი ათასი ქართველი ახალგაზრდა მიდის ევროკავშირის დროშით, როდესაც ისინი გამოდიან ქუჩებში გამოხატვის თავისუფლებისა და თავისი ცოცხალი, კრიტიკული საზოგადოების შესანარჩუნებლად.
„და თუ პროცესი გაჩერდა?“ მეკითხებიან დამშვიდობებისას. ჩვენი კარი ღია რჩება. პოლიტიკა ცვალებადი პროცესია და არასდროს არაფერია დასრულებული. ეს ზოგჯერ დამღლელია, მაგრამ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ უკრაინის დროშა ფრიალებს თბილისის უნივერსიტეტის შესასვლელთან, მეტყველებს იმაზე, თუ რა ღირებულებებს ვიზიარებთ. და რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია” | წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ