LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პარტია „მოქალაქეების“ წევრი ოპოზიციას კომუნიკაციის გაგრძელებისკენ მოუწოდებს

სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება საშიში იყოს-ლევან იოსელიანი

დაპოსტა 2023/03/23-ში
A A
99
ნახვა
გაზიარება

არ ვიცი „ვივამედის“ განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მიხეილ სააკაშვილია ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, აქ საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა  განაცხადა, რითაც ის კლინიკა „ვივამედის“ მიერ სააკაშვილის შესახებ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ომბუდსმენის განმარტებით, მას არ სურს მიხეილ სააკაშვილის მიმართ „ისეთი ქმედება განხორციელდეს, რომელმაც შეიძლება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს“.

„რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა – თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს შეიძლება, მათ შორის განხილული იყოს.

პენიტენციურ სისტემაში დაბრუნება თუ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამაუარესებელი იქნება და ამ აზრზე არიან, ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრები, რამდენიმე მათგანი, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა მოხდეს. ის სამოქალაქო საავადმყოფოში უნდა დარჩეს. უახლოეს მომავალში აღარ ვგეგმავ მის მონახულებას, რადგან ვერ ვხედავ ამის აუცილებლობას, რომ ისევ მე შევიდე. უფრო მნიშვნელოვანია, ის ადამიანები შევიდნენ, ვინც მის ჯანმრთელობაზე მონიტორინგს ახდენენ.

პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, რა ხდება ან რა კომუნიკაცია არსებობს მთავრობასა და ამ ჯგუფს შორის. მომხრე ვარ, რომ სხვა ქვეყნიდან პოლონეთიდან იქნება თუ სხვა ქვეყნიდან ექიმები, რომლებიც დაინტერესებულები არიან მისი მდგომარეობით მიეცეთ საშუალება, რომ მივიდნენ და მოინახულონ“, – განაცხადა იოსელიანმა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის კონსილიუმის ჯგუფს მიხეილ სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“მონახულებასთან დაკავშირებით სრული თავისუფლება ექნება და კონსილიუმი სააკაშვილის მონახულებას უახლოეს პერიოდში გეგმავს.

სააკაშვილის ადვოკატის ვიზიტი დაუგეგმავი იყო. მთელი დღე გაწერილი მაქვს და მასთან ფიზიკურად შეხვედრას ვერ შევძლებ, მაგრამ მე ჩემს თანამშრომლებს ვთხოვე და ისინი აუცილებლად შეხვდებიან. რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილს შევხდი. ასევე, მე გიული ალასანიასაც შევხდი, მასაც კლინიკა „ვივამედში“ ვესაუბრე. აგრეთვე, კლინიკა „ვივამედიდან“ გამოთხოვილი იყო და ვთხოვე დროულად გამოეგზავნათ დოკუმენტაცია, რომელიც სააკაშვილის  ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. ეს დოკუმენტაცია 20 მარტს მივიღეთ და იმავე დღეს დოკუმენტაცია კონსილიუმთან გადავაგზავნეთ. ასევე, ორი დღის წინ კონსილიუმის წევრებთან შეხვედრა გავმართე და მათაც კიდევ ერთხელ დავუდასტურე ჩემი პოზიცია, რომ არანაირი ტიპის ხელის შეშლა, პირიქით ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ, რომ მათი საქმიანობა გააგრძელონ. როგორც ცნობილია, ისინი უახლოეს პერიოდში კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილის მონახულებას გეგმავენ“, – აღნიშნა იოსელიანმა.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
პრესის თავისუფლების 2023-ის ინდექსში საქართველოს მდგომარეობა 26 პოზიციით გაუარესდა
მთავარი

ცვლილებების თანახმად, სასამართლოს სხდომის ფოტო-ვიდეო გადაღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს. ამ მიმართულებით „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების თავდაპირველი ვარიანტი, რომლის მიხედვით, სასამართლო სხდომის ვიდეო და აუდიო ჩაწერა...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ქალი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

სა­ბერ­ძნეთ­ში კუნ­ძულ ქი­ოს­ზე ტყის ხან­ძრე­ბის უნებ­ლი­ედ გა­ჩე­ნა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ქარ­თვე­ლი ქალი და­ა­კა­ვეს. ინ­ფორ­მა­ცი­ას აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ The Guardian-ი ავ­რცე­ლებს.   ქარ­თველ ქალს, სი­გა­რე­ტის გა­დაგ­დე­ბის შე­დე­გად, კუნ­ძულ­ზე ტყის ხან­ძრე­ბის ერთ-ერთი კე­რის შემ­თხვე­ვით გაღ­ვი­ვე­ბა­ში...

დაწვრილებითDetails

უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

ზურაბ ჯაფარიძე - უნდა შევქმნათ პოლიტიკური პროცესი, რომელიც აჩვენებს, რომ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით რეჟიმის წინააღმდეგ - ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდება ყველა მოქალაქე, რომელიც ითხოვს რეჟიმის ცვლილებას უნდა შევქმნათ ისეთი...

დაწვრილებითDetails

პანკისის ხეობაში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა – შემთხვევის დროს 17 წლის ბიჭი დაშავდა

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის ადგილზე მისულმა მეხანძრე-მაშველებმა სახანძრო კიბის გახსნა ვერ შეძლეს
მთავარი

ხანძრის შედეგად პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს შენობაში 17 წლის ბიჭი იმყოფებოდა, რომელმაც სახის არეში დამწვრობა მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო...

დაწვრილებითDetails

ევროპის საბჭოში დღეს საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
“ყველა დაფიქსირებული დარღვევის გამოძიება და განხილვა დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს – ეს საქართველოსთვის გარდამტეხი მომენტია”-ევროპარლამენტარები არჩევნებზე
მთავარი

დღეს, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს. კერძოდ, დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით - „საქართველოში პოლიტიკური...

დაწვრილებითDetails

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

თელავის რაიონის სოფელ რუისპირში, მოხდარი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ბ.გ. - ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

მკვლელობის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი - 1998 წელს დაბადებული გ.ო. და 1994 წელს დაბადებული ე.ი. განზრახ მკვლელობის...

დაწვრილებითDetails

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

by მეგა TV
ივნისი 26, 2025
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მოულოდნელობების დღეა, გახალისდით და გაახალისეთ თქვენი გარემოცვა, დაგეგმეთ რომანტიკული ვახშამი, ან თუ მეწყვილე არ გყავთ, მცირე საჩუქრებით ოჯახის წევრები გაახარეთ.   კურო   შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგონიერება. ნაყოფიერი...

დაწვრილებითDetails

რესტორანში, კაცი ბრმა ტყვიით დაჭრეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გავრცელებული ინფორმაციით, თელავში, სოფელ რუისპირში, ერთ-ერთ რესტორანში, კაცი ბრმა ტყვიით დაჭრეს.   არსებული ცნობების თანახმად, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა იარაღიდან შემთხვევით გაისროლა, ხოლო ტყვია სუფრასთან მყოფ კაცს თავის არეში მოხვდა.  ...

დაწვრილებითDetails

რამაზ სამხარაძის თქმით, “რადიო თბილისის” მთელი ქონება დააყადაღეს

by მეგა TV
ივნისი 25, 2025
0
რამაზ სამხარაძის თქმით, “რადიო თბილისის” მთელი ქონება დააყადაღეს
მთავარი

რადიო „თბილისის“ დირექტორის, რამაზ სამხარაძის ინფორმაციით, მედიაჰოლდინგ “ჰერეთის” ანგარიშები და ქონება დააყადაღეს. როგორც მან სატელევიზიო ეთერებში განაცხადა, ბრძანება შემოსავლების სამსახურმა გასცა და ამის მიზეზად ფინანსური პრობლემების გამო დაგროვებული დავალიანება დაასახელა....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"