ახალგაზრდები, რომლებიც დღეს ოპოზიციის შეხვედრის პარალელურად, აქციას მართავდნენ იდენტიფიცირებულები არიან. “ფორმულას” ინფორმაციით, ისინი “ქართული ოცნების” ახალგაზრდულ ფრთას წარმოადგენენ. კერძოდ, აქციაზე, სადაც ოპოზიციონერებს შეურაცხყოფას აყენებდნენ, იდგნენ საბა გორგაძე – “ქართული ოცნების” ვაკის ორგანიზაციიდან, გიორგი შუკვანი და სერგი ანანაიკიანი “ოცნების” ჩუღურეთის ორგანიზაციიდან.
აგრესიული აქციის 15-მდე მონაწილეს, დღეს მხარდაჭერა გამოუცხადა “ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა მდინარაძემ და მადლობაც გადაუხადა
“ძალიან კარგია, რომ მივახვედროთ, თუ ჩვენები არიან, დიდი სიამოვნებით ავიღებ ახლავე ამას ჩემ თავზე, მივახვედროთ იმ ადამიანებს რას და ვის ემსახურებიან სინამდვილეში და რა არის მათი სიმბოლო, თუ სხვები არიან ძალიან დიდი მადლობა ამ ლუსტრაციისთვის, რაც მოუწყვეს ბოლშევიკურ ტროიკას.” ამბობს მდინარაძე.
რაც შეეხება შეხვედრას, რომელიც აქციის პარალელურად მიმდინარეობდა. სამი ოპოზიციური პარტიის – “გირჩი-მეტი თავისუფლების”, “დროასა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენლები სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით მსჯელობდნენ და ევრორეკომენდაციების შესრულების საკითხზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ