საფეხბურთო კლუბი “თელავი” შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
” ცეცაძემ “თელავი” დატოვა ❗
? მადლობა ბატონო გიორგი! ?
? ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, გიორგი ცეცაძეს დაემშვიდობა…
⚽ სკ “თელავი” უღრმეს მადლობას უხდის გიორგი ცეცაძეს გაწეული სამსახურისთვის და გვერდში დგომისთვის, სამომავლოდ კი ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს!
რაც შეეხება ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას, გეტყვით, რომ მასთან მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და როგორც კი დაინიშნება, მაშინვე შეგატყობინებთ”