უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ 22 მარტს, ღამით, რუსების საჰაერო თავდასხმის დროს 21 დრონიდან 16 ჩამოაგდეს.
“ამ ღამით, 22 მარტს, მტერმა მორიგი მასიური საჰაერო დარტყმა განახორციელა შაჰიდ-136-ის უპილოტო საფრენი აპარატით. წინასწარი ინფორმაციით, 21 თვითმფრინავიდან 16 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს”, – ამბობს გენშტაბი.
22 მარტის ღამეს კიევსა და უკრაინის უმეტეს რეგიონებში საჰაერო განგაში იყო. საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მტრის ყველა სამიზნე კიევის გარშემო.