? ოზურგეთის საყვავილეების ტენდერში კონკურენტის დისკვალიფიკაციის ხარჯზე შპს “ჯორჯიან სტოუნმა” გაიმარჯვა.
? შპს “ჯორჯიან სტოუნის” მეპატრონე ბადრი რომანაძეა, რომელიც 2011-2014 წლებში ქობულეთის არქიტექტურის სამსახურის უფროსი იყო.
? მისი ნათესავები, ძმები მინდია და ზვიად რომანაძეები ამჟამად ქობულეთის მერის მოადგილის და ა(ა)იპ გამწვანების სამსახურის უფროსის თანამდებობებს იკავებენ.
? მინდია რომანაძე, ქობულეთის მერიამდე, სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მუშაობდა, ხოლო 2011-2015 წლებში ქობულეთში კახი კალაძის კუთვნილი სასტუმრო „კოლხეთის” დირექტორი იყო.
? მას შემდეგ, რაც ბადრი რომანაძე 2014 წელს საჯარო სამსახურიდან წავიდა, მისმა კომპანიამ ტენდერებში გამარჯვება დაიწყო.
? 2015-2022 წლებში მან 43.5 მილიონი ლარის ტენდერები მიიღო და აქედან 20.2 მილიონი მხოლოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან.
? ოზურგეთში ბოლო ტენდერის ხელშეკრულების თავდაპირველი ღირებულება 1.9 მილიონი ლარი იყო, თუმცა შემდეგ 200 ათასი ლარით გაიზარდა.
? სამუშაოები 2023 წლის 18 იანვარს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დასრულების ვადამ 3 თვის გადაიწია.
⚰️ აღნიშნული სივრცის რეაბილიტაცია 2015 წელსაც მოხდა, რა დროსაც ტერიტორია ე.წ “სარკოფაგისგან” გაწმინდეს, თუმცა “სარკოფაგი” კუბოს ფორმის 18 საყვავილით ჩანაცვლდა.
წყარო-ფლანგვის დეტექტორი