აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებების შესახებ 2022 წლის ანგარიშში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბარი.
57-გვერდიან დოკუმენტში, რომელიც სრულად საქართველოს ეძღვნება, სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაც იების განცხადებებზე დაყრდნობით წერია, რომ “ომბუდსმენმა ხელისუფლებას, წლის განმავლობაში, არაერთხელ მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის დროული და სათანადო სამედიცინო დახმარება გაეწიათ”.
სახდეპი წერს, რომ 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, სრული და ადეკვატური მკურნალობის, ასევე ზუსტი დიაგნოზისა და სათანადო სამედიცინო დახმარების ნაკლებობა, შეიძლება გაუტოლდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რომელიც ეხება წამებას, არაადამიანურ და/ან ღირსების შემლახველ მოპყრობას“