სოციალურ ქსელში გავრცელდება ინფორმაცია რომ მიუსაფარი ძაღლები ,რომლებიც ამბროლაურიდან წაიყვანეს მათი დახოცვა იგეგმება.
საკითხის გასარკვევად ოზურგეთის კერძო თავშესაფრისა და ვეტერინალური ცენტრის მეპატრონის მინდობილ პირს,თემურ ლაჭყეპიანს დავუკავშირდით:
” ეს ძაღლები ჩემი ზედამხედველობის ქვეშ არიან წამოყვანილები,არცერთის დახოცვა არ იგეგმება. ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა,ოღონდ ჩვენს წამოყვანილებში ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება. 100-მდე ძაღლია წამოყვანილი,ჩაუტარდება ყველას აცრები,სტერილიზაცია,კასტრაცია,დაბირკვა და მერე დაბრუნდებიან ეს ძაღლები უკან. 2 ძაღლს ააქვს ცოფის კლინიკური ნიშნები,ახლა ეს ძაღლები კარანტინში არიან. დანარჩენ ძაღლებს არაფერი არ ემუქრებათ,არიან ჯანმრთელები. უბრალოდ ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას რომ თითქოს დახოცვა იგეგმებოდეს იზოლირებული ძაღლების”.
ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა
ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით, შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...