LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
რადგან ეს ადამიანები ღიზიანდებიან ნიშნავს რომ სადღაც მტკივნეულ ადგილას მოვარტყი -ზურა გირჩი ჯაფარიძე

ბრიუსელში ვერ ხედავენ რომ “ქართული ოცნება” ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს-ზურა ჯაფარიძე

დაპოსტა 2023/03/20-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება

გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ბრიუსელსა და სტრასბურგში სამი ოპოზიციური პარტიის („დროა“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“) ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები, თუ სად არის საქართველო უკრაინის ომის დროს.

როგორც მან პრესკონფერენციაზე განმარტა, ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ „ქართული ოცნების“ მხრიდან მზაობას, რომ ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს.

„პრობლემები სადაც არის, ეს არის ორი ძირითადი მიმართულება. ერთი მიმართულება ეხება ღირებულებით ნაწილს, ამ ღირებულებით ნაწილში იგულისხმება ის, რომ ოფიციალურ სტრუქტურებში ვერ ხედავენ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იზიარებს იმ ღირებულებებს, რომელიც არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი, ეს ეხება სასამართლოს დამოუკიდებლობას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების სურვილს, პოლიტპატიმრების არყოლას ქვეყანაში, ასევე თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემოს არსებობას ქვეყანაში. ასევე, გაჩაღებული ანტიდასავლური პროპაგანდა „ქართული ოცნებისა“ და მისი სატელიტების მხრიდან. ამაზე საუბარი იყო პრაქტიკულად, ყველა შეხვედრაზე. პრობლემის მეორე ნაწილი კი ეხება საქართველოს პოზიციონირებას უკრაინის ომთან მიმართებით. ევროკავშირის რიგ სტრუქტურებში აქვთ კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ სად არის საქართველო ამ ომის დროს, ვის მხარეს არის. ჩვენ გვქონდა შეხვედრები, სადაც ასევე ღია ტექსტით გვითხრეს, რომ მათ გაარკვიეს, სად არის საქართველო და საქართველო უკრაინის მხარეს არ არის“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ბრიუსელში ნათლად ხედავენ ქართველი ხალხის სურვილს, რომ ქვეყანა გახდეს ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრი, მათ შორის ევროკავშირისა და ნატო-ს.

„ასევე, მათთვის საკმაოდ ცხადი გახდა, რომ საქართველოს დღევანდელ მთავრობას განსხვავებული პოზიცია აქვს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, საჭიროა საზოგადოების კონსოლიდაცია და ხელისუფლების ცვლილება.

„საბოლოოდ, გამოსავალი მაინც არის ხელისუფლების ცვლილებაში. ჩვენ შეიძლება ზეწოლით და წნეხით დავათმობინოთ რიგი რეფორმები, მაგრამ ქვეყნის გეოპოლიტიკური პოზიციონირება და ანტიდასავლური პროპაგანდის შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების ცვლილების შედეგად“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ექსკურსიაზე მიმავალ ავტობუსს ავტობანზე ცეცხლი გაუჩნდა

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

ბაღდათიდან მცხეთაში მიმავალ ექსკურსიის ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას “ინფო იმერეთი” ავრცელებს. მედიის ცნობით,  შემთხვევა ავტომაგისტრალზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში მოხდა. ავტობუსის ბოლო ნაწილში გაჩენილი ხანძარი და დაკვამლიანება უკან მომავალმა მანქანებმა შენიშნეს და...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
” ბლაგვი საგნის გამოყენებით სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენა”- ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს.   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების...

დაწვრილებითDetails

„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
„ალდემ“ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
მთავარი

ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის ALDE Party-ის საბჭომ საქართველოს შესახებ მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით - „დემოკრატია ალყაშია: მოწოდება საქართველოს ევროპული გზის დასაცავად“.   რეზოლუციაში ხაზგასმულია. ქართველი ხალხის ურყევი ერთგულება პროევროპული და...

დაწვრილებითDetails

საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება

by მეგა TV
ივნისი 29, 2025
0
საქართველო დადექი – დღეს ქუთაისში აქცია გაიმართება
მთავარი

ქუთაისში, მერიის წინ, 29 ივნისს საპროტესტო აქცია სახელწოდებით - „საქართველო დადექი!“ გაიმართება.   ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია 19:00 საათზე უწყვეტი პროტესტის უცვლელ ადგილას დაიწყება. “საქართველოს მტერი ცდილობს, თავისუფალი ქვეყანა ერთ დიდ...

დაწვრილებითDetails

პირველი ივლისიდან საქართველოს საპატრიარქოს კომისია შეიქმნება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების (326წ.) 1700 წელთან დაკავშირებით ა.წ. 1 ივლისიდან შეიქმნას საქართველოს საპატრიარქოს კომისია - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო  ავრცელებს: "საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), სრულიად საქართველოს...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა ცხოვრება ზაფხულის ბოლომდე მნიშვნელოვნად შეიცვლება

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
„არ გამოტოვოთ, ჯადოსნური დრო, 08:08“ – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მოუწოდებს
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

თელავში, სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ბათუმში მეეზოვეს მანქანა დაეჯახა და დაიღუპა
მთავარი

თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე სავალუტო ჯიხურის მფლობელს თავს დაესხნენ. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ჯიხურში დანით შეიარაღებული მამაკაცი შევარდა და მფლობელს ფულს სთხოვდა. თავდამსხმელთან წინააღმდეგობის გაწევის დროს, ჯიხურის...

დაწვრილებითDetails

ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ვინ გახდა ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი
მთავარი

ქუთაისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. თანამდებობა რევაზ მამასახლისმა დაიკავა. ინფორმაციას იმერეთის ახალი ამბების სააგენტო “ინფო იმერეთი" ავრცელებს.  ქუთაისის პოლიციის ახალ უფროსს, მანამდე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის...

დაწვრილებითDetails

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია
მთავარი

თბილისში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე ხანძარია. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს უკიდია, თუმცა ქარის გამო მალე ვრცელდება.

დაწვრილებითDetails

„დედა ცემით მოკლა და ცხედარი ნაგვის ურნაში დამალა…“ – დაკავებულია 33 წლის კაცი(უცხოეთი)

by მეგა TV
ივნისი 28, 2025
0
ქუთაისში,  მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  გოგომ ბიჭს ყელი გამოჭრა
მთავარი

აშშ-ში, ლუიზიანას შტატში მამაკაცმა დედა ცემით მოკლა, შემდეგ კი სხეული ნაგვის ურნაში დამალა. ცემამდე კაცმა დედას, სავარაუდოდ, მეტამფეტამინი გაუკეთა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. გამოცემის ცნობით, 65 წლის ქალი პოლიციამ სახლში ავტოფარეხის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"