“რთული მატჩი გამოვიდა, ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით, ორი საუკეთესო გუნდი თამაშობდა.კარგი თამაში გამოვიდა, იყო მოსაგები , გვქონდა რაღაც მომენტები. “ტორპედოსაც” ჰქონდა მოსაგები, ჩემი აზრით ლოგიკურად დამთავრდა მატჩი. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ფეხბურთელებს,ეგეთი მაგარი შრომისთვის და ვუსურვო წარმატება “ტორპედოს”-წყალტუბოს სამგურალის მთავარი მწვრთნელი გიორგი ჭელიძე.
შეგახსენებთ,რომ გუშინ ეროვნული ლიგის მე-5 ტური იმერული დერბით დასრულდა. “სამგურალი” ქუთაისის “ტორპედოს ” დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრე 0-0 დასრულდა.