“დედოფლისწყაროს ტელევიზიის” ინფორმაციით, ჩოხელი უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა.
“უკრაინის ქალაქ ხარკოვში 16 მარტს დაიღუპა 22 წლის ვანო (ილია) ჩოხელი. მას დედაც გარდაცვლილი ჰყავს და ერთ ხანს სოფელ ზემო ქედის სკოლაში სწავლობდა და მამასთან დედოფლისწყაროში იზრდებოდა, შემდეგ ისევ ხარკოვში დაბრუნდა და სამხედრო აკადემიაში მიიღო განათლება. წელიწადზე მეტია რუსეთ–უკრაინის ომში იბრძოდა.” – წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.